ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, შოთა არველაძე ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა და სტადიონზე უამრავი მათგანი დადის საგულშემატკივროდ.
„საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.
ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა.