სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ...”-რას ამბობს ზაზა შენგელია

    "ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ...”-რას ამბობს ზაზა შენგელია
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუსულად გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, თუ როგორ მღეროდნენ ქართველი მომღერლები მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, "სამ­შობ­ლო" შე­ას­რუ­ლა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ, დათო ხუ­ჯა­ძემ, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძემ და მიშო სუ­ლუ­ხი­ამ.

    სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მოს­კო­ვურ წვე­უ­ლე­ბა­ზე სიმ­ღე­რამ კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი კი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე იყო, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ, ამე­რი­კულ აი­დოლ­ში გა­მო­დი­ო­და და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რო­და.

    მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კრი­ტი­კას ნუ­ცამ პოს­ტით უპა­სუ­ხა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. ნუ­ცას თქმით, ის მოს­კოვ­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო.

    ამ თე­მა­ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს "ბრა­ვო რე­კორდსის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ზაზა შენ­გე­ლია.

    "ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ მუ­სი­კოს­თან მაქვს ერთი გულ­წრფე­ლი რჩე­ვა: აე­რი­დეთ რუ­სეთს და მის მუ­სი­კა­ლურ ბა­ზარს. და არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, ჩვე­ნი მტე­რია, რო­მე­ლიც ჩაგ­რავს და კლავს თა­ვის მე­ზობ­ლებს და იპყრობს მათ ტე­რი­ტო­რი­ებს, არა­მედ კი­დევ იმი­ტო­მაც, რომ ის არას­წორ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეა დაყ­რდნო­ბი­ლი - რუ­სულ შან­სონსზე, “ბლატ­ნოი” სიმ­ღე­რებ­ზე და პაპ­სა­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი პოპ-კულ­ტუ­რა არის ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე სუ­რო­გა­ტუ­ლი, ტოქ­სი­კუ­რი, მდა­რე და უგე­მოვ­ნო შე­მოქ­მე­დე­ბა, რა­მაც თა­ვის მხრივ, დიდი როლი ითა­მა­შა რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის “გაპ­რი­მა­ტე­ბა­სა” და “ბიდ­ლო­ი­ზა­ცი­ა­ში”, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ დღეს სა­ხე­ზეა და რო­მე­ლიც არ­ცერთ მუ­სი­კოსს არ მის­ცემს გან­ვი­თა­რე­ბის და ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბას.

    ამის გამო, ბევ­რმა ჭეშ­მა­რი­ტად და მეტ-ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ერ­მა და ღი­რე­ბულ­მა რუს­მა მუ­სი­კოს­მა ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­ტო­ვა რუ­სე­თი. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, როცა თბი­ლის­ში ყო­ველ კვი­რა ირი­ნა ალეგ­რო­ვას, ლო­ნია აგუ­ტი­ნის, მი­ხა­ილ შუ­ფუ­ტინ­სკის, ალი­ო­ნა აპი­ნას და სხვა­თა კონ­ცერ­ტე­ბი სრუ­ლი ანშლა­გე­ბით ტარ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დით და ვიბ­რძო­დით იმი­სათ­ვის, რომ მა­შინ­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გე­მოვ­ნე­ბა შეგ­ვეც­ვა­ლა და მათ ჰქო­ნო­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა რუ­სე­ბის ნაც­ვლად, თბი­ლის­ში ენა­ხათ ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი თუ ევ­რო­პე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი.

    მერ­წმუ­ნეთ, ეს არ იყო ად­ვი­ლი და ამ გზა­ზე უამ­რა­ვი ბრძო­ლის, ტან­ჯვის და წვა­ლე­ბის გა­მოვ­ლა მოგ­ვი­წია. არ მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ფუჭი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს. ნი­ჭი­ე­რე­ბის გარ­და, მან ნამ­დვი­ლად ბევ­რი იშ­რო­მა და მის მიერ American Idol-ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით და ის ნამ­დვი­ლად არის პირ­ვე­ლი არა­ა­მე­რი­კე­ლი, რო­მელ­მაც ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი მე­გა­შო­უს ის­ტო­რი­ა­ში ფი­ნა­ლამ­დე შეძ­ლო გას­ვლა.

    მე ნამ­დვი­ლად არ ვარ არც მისი მე­ნე­ჯე­რი და არც პრო­დი­უ­სე­რი, თუმ­ცა ამე­რი­კი­დან მისი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გვქონ­და სა­უ­ბა­რი ცალ­კე­ულ ერ­თობ­ლივ სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტებ­ზე, სწო­რედ ამ სა­უბ­რის დროს შე­ვი­ტყვე მის­გან, რომ ტე­ლე­შო­უს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მან ხელი მო­ა­წე­რა კონ­ტრაქტს 2 ალ­ბო­მის ჩა­წე­რა­ზე ჰო­ლი­ვუდ­ში, რაც ნე­ბის­მი­ე­რი მუ­სი­კო­სი­სათ­ვი­საა სა­ოც­ნე­ბო.

    ასე­ვე მან მი­თხრა, რომ ჰქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი რუ­სე­თი­დან, მაგ­რამ ის არ აპი­რებ­და რუ­სებ­თან მუ­შა­ო­ბას...მოს­კოვ­ში შემ­დგარ წვე­უ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მან გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და, თუმ­ცა რაც არ უნდა ახლო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე ყო­ფი­ლი­ყო, მე პი­რა­დად მის ად­გი­ლას არც ამ წვე­უ­ლე­ბა­ზე არ წა­ვი­დო­დი, და რომ მცოდ­ნო­და რომ მი­დი­ო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ვურ­ჩევ­დი, რომ არ წა­სუ­ლი­ყო.

    ნუ­ცას ამ ნა­ბიჯს, ვე­რაფ­რით ვერ ვა­მარ­თლებ. დღეს რუ­სეთ­ში ნე­ბის­მი­ერ რან­გში ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ან მუ­სი­კო­სის გა­მოს­ვლა არის არას­წო­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი. მან ამ ნა­ბი­ჯით გული ატ­კი­ნა თა­ვი­სი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდ ნა­წილს, ვინც მას გუ­ლით უჭერ­და მხარს", - წერს ზაზა შენ­გე­ლია.