სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება” - მიხეილ სააკაშვილი

    "გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება” - მიხეილ სააკაშვილი
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "გუ­შინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­სუს­ტა პუ­ტი­ნი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და რუ­სე­თი გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

    "გუ­შინ­დელ­მა მოვ­ლე­ნებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­სუს­ტა პუ­ტი­ნი, რა­მაც კი­დევ უფრო მო­ა­ახ­ლო­ვა უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა”, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ "ვაგ­ნე­რის” ლი­დერ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ძა­ლებ­მა "ვაგ­ნე­რის“ ბა­ნა­კე­ბი და­ბომ­ბეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო პრი­გო­ჟი­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ტყმის ავ­ტო­რებს დას­ჯით და­ე­მუქ­რა. მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ "ვაგ­ნერ­მა“ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თქვა, რომ მის­მა სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ამ დო­ნის როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი და აე­როდ­რო­მი კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა. პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი გამო, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­ში სამ­ხედ­რო მზად­ყოფ­ნის ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა, როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში კი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა. ამას­თან, რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით­ვე, რუ­სეთ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის­კენ მო­წო­დე­ბის მუხ­ლით ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

    რუ­სეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი. მან მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს "სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხი“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გან­მე­ო­რე­ბას არ და­უშ­ვე­ბენ.

    დღის ბო­ლოს ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ვაგ­ნე­რი" მოს­კო­ვის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბას წყვეტს და "სა­ვე­ლე ბა­ნა­კებ­ში" ბრუნ­დე­ბა. კრემლში კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე შე­წყდე­ბა, ის ბე­ლა­რუს­ში წავა.