სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • აკრძალვები საქართველოში - სად აღარ გაუშვებენ ნუცა ბუზალაძის სიმღერებს რუსეთში სიმღერის გამო

    აკრძალვები საქართველოში - სად აღარ გაუშვებენ ნუცა ბუზალაძის სიმღერებს რუსეთში სიმღერის გამო
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთში სიმღერის გამო რადიო თბილისი, რადიო ციტრუსი და რადიო ჰერეთი ეთერში ნუცა ბუზალაძის სიმღერებს აღარ გაუშვებენ.

    "ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია რუსეთთან, რუსულ სიმღერებთან და ამ ქვეყანასთან აფილირებული მომღერლების შესახებ.

    რადიო თბილისი იყო პირველი რადიოსადგური, რომელიც American Idol-ის შოუს აქტიურად აშუქებდა. სწორედ, რადიო თბილისის ფეისბუქ გვერდზე ნახა ასიათასობით ადამიანმა ნუცას წარმატებების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

    ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რადიო თბილისმა მომღერალი ეთერიდან ჩახსნა. 6 მაისს, ეთერიდან რეპერ მასტერის სიმღერები მას შემდეგ ჩაიხსნა, რაც მან ლევან ბერძენიშვილისთვის მიძღვნილ სიმღერაში ანტიევროპული გზავნილები გააჟღერა და ბერძენიშვილს შეურაცხყოფას აყენებდა.

    ქართველმა მომღერლებმა, მათ შორის ნუცა ბუზალაძემ, მოსკოვში იმღერეს. ბუზალაძემ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.