სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ვაგნერის“ ამბოხი ხაზს უსვამს უთანხმოებას, რომელიც რუსეთის ძალოვან წრეებში არსებობს - ემანუელ მაკრონი

    „ვაგნერის“ ამბოხი ხაზს უსვამს უთანხმოებას, რომელიც რუსეთის ძალოვან წრეებში არსებობს - ემანუელ მაკრონი
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს, ხაზს უსვამს უთანხმოებას, რომელიც რუსეთის ძალოვან წრეებში არსებობს.

    „სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ ეს გვიჩვენებს უთანხმოებებს, რომლებიც არსებობს რუსეთში, სისუსტეს როგორც მის არმიაში, ასევე დამხმარე ძალებში, როგორიცაა „ვაგნერის“ ჯგუფი“, – აღნიშნა მაკრონმა La Provence-თან ინტერვიუში.

    ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებდა თვალს.

    „ამან უნდა გვაიძულოს, ვიყოთ უკიდურესად ფხიზლად და სრულად გაამართლოს მხარდაჭერა, რომელსაც ვუწევთ უკრაინელებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.