მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებულ სკანდალს "ინსტაგრამზე" მსახიობი ია ფარულავა ეხმიანა. სთორიში გამოქვეყნებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ "თუ დაპატიჟებენ მოსკოვში, თავადაც ჩავა, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც იმღერებს და არც გამოჩნდება".
ია ფარულავა:
"ყველამ რომ გადაუარეთ ნუცა ბუზალაძეს და იმ ქართველებს, რომლებიც დაბადების დღეზე მღეროდნენ "სამშობლოს,“ ბევრი მოღერალი ჩადის რუსეთში და მღერის. მე რომ დამპტიჟოს ვინმემ მოსკოვში, ჩავალ, მაგრამ პუტინისტების გარემოცვაში არც ვიმღერებ, არც გამოვჩნდები და დემონსტრაციულად დავტოვებ იმ ადგილს, სადაც ისინი იქნებიან. პუტინისტები ცოტა არიან მოსკოვში. აი, ის გამოთქმა - მკვდარი რუსი კარგი რუსი, ჩემთვის მიუღებელია. წაიღეთ ახლა ეს ტიკტოკებზე და სადაც გნებათ იქ, ეს ჩემი აზრია"
მანამდე მსახიობმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთში ვინმე დაპატიჟებდა, ფოტო და ვიდეო არ გადაეღოთ მისთვის.
"მოსკოვ-პეტერბურგში ქორწილ/დაბადების დღე/ნათლობა/ ქელეხში თუ დამპატიჟებთ ძვირფასო ქართველებო, არ გადამიღოთო ფოტო ან ვიდეო თორემ… ორი კინკილა ქართველებო, მოდით, დავჭამოთ ერთმანეთი ამაზე უკეთესი ნეტა რა გაგვიკეთებია ოდითგან".