სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მაკედონიასთან წაგება და ბათუმის ეს მარცხი ჩემთვის ერთნაირი იმედგაცრუებაა" - აცრემლებული ვლადიმერ ვაისი

    "მაკედონიასთან წაგება და ბათუმის ეს მარცხი ჩემთვის ერთნაირი იმედგაცრუებაა" - აცრემლებული ვლადიმერ ვაისი
    2 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბათუმის "დინამოსა" და "სლოვანის" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორმატჩიანი დაპირისპირება 1:2 დასრულდა.

    ბათუმში ჩატარებულმა შეხვედრამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 115-ე წუთამდე ბათუმლები 1:0-ს იგებდნენ, თუმცა ყველაფერი ბოლო 8 წუთში შეიცვალა.

    "სლოვანის" ფეხბურთელებმა 2 გოლის გატანა შეძლეს, მეორე კი განსაკუთრებით გასაოცარი იყო. ვაის ჟუნიორმა ლაზარე კუპატაძის უყურადღებობით ისარგებლა და კუთხურიდან ჩაახვია.

    მატჩის შემდეგ კომენტარი ვლადიმერ ვაისმა გააკეთა და თამაშიც შეაფასა:

    "საღამო მშვიდობისა, ეს ძალიან ემოციური მატჩი იყო. ცხოვრებაში ზოგჯერ ასეც ხდება. "დინამო" დღეს უკეთესი იყო, თუმცა ჩვენ ბოლომდე, ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ. მოსამზადებლად მხოლოდ 10-14 დღე გვქონდა. მათ ყველანაირად გვაჯობეს. ზურიკო ფანტასტიკურია, ის ყოველი თამაშიდან თამაშამდე იზრდება. მე უბედნიერესი ვარ, იმის გამო, რომ ვიბრძოლეთ ბოლომდე. თითქოს მატჩის შემდეგ ახალი "სლოვანი" დაიბადა."

    "თქვენს წინააღმდეგ თამაში ურთულესი იყო, საქართველოში ჩამოსვლა როგორც მოწინაააღმდეგე საშინელებაა(ტირის). ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ამავე დროს იღბლიანიც. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რადგან ჩემმა გუნდმა მოიგო, რომელსაც მე ვწვრთნი. ახალი ერა დავიწყეთ, რაღაც სასწაული მოხდა. დღეს ჩვენ უფრო იღბლიანები აღმოვჩნდით. ჩვენ მომზადება მხოლოდ კვირაზე მეტია დავიწყეთ და ეს ძალიან ცოტა დროა ფიზიკური მომზადებისათვის."

    "ჩემთვის საქართველოს ნაკრების ჩრ.მაკედონიასთან მარცხი და ბათუმის "დინამოს" დღევანდელი წაგება ერთნაირი იმედგაცრუება იყო", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ