სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რთული დრო არასდროს გრძელდება" - ნახეთ რა მიმართვას ავრცელებს ნუცა ბუზალაძე

    "რთული დრო არასდროს გრძელდება" - ნახეთ რა მიმართვას ავრცელებს ნუცა ბუზალაძე
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ნუცა ბუზალაძე, მოსკოვში ვიზიტით გამოწვეული სკანდალის შემდეგ, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს.

    „რთული დრო არასდროს გრძელდება. ასე რომ, ყოველთვის გაიღიმეთ და იზეიმეთ, რომ ცოცხლები ხართ, გაქვთ შანსი შეცვალოთ სხვების შთაგონებაში.

    ჩვენ უნდა გვიყვარდეს და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ვიყოთ კეთილები და ასე სწრაფად არ განვსაჯოთ სხვები,“ - წერს ნუცა ბუზალაძე.

    შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა, მიშო სულუხიამ და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში იმღერეს. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

    მომხდარის გამო, ნუცა ბუზალაძემ მიმართვა გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.