ბათუმის "დინამოსა" და "სლოვანის" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, ორი მატჩის შედეგის შედეგაც 1:2 დასრულდა.
"სლოვანმა" ბოლო 8 წუთში ბათუმში მატჩი მოატრიალა და 1:0-დან, 1:2 გახადა ანგარიში. მეორე გოლი კი აშკარა ბათუმელთა და კერძოდ, ლაზარე კუპატაძის შეცდომა იყო.
გია გეგუჩაძემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"ყველანი გულდაწყვეტილები ვართ. არ გვეყო ძალები და რესურსი. ეს იყო მარცხის მიზეზი. ჩვენი ძლიერი მხარე დავკარგეთ - ბურთის კონტროლი, რამაც თამაშს დაღი დაასვა. მხოლოდ კონტრშეტევებზე ვცდილობდით თამაშს, მთელი მეორე დამატებითი ტაიმი თამაში ჩვენ ნახევარზე იყო."
"ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და მომავლის იმედი გვაქვს. ჩემ და ფეხბურთელებს შორის არავითარი კომუნიკაცია არ შემდგარა. დაისვენებენ, ამ მძიმე მარცხს გადაიტანენ და გავაანალიზებთ ამ მატჩს. ცხოვრება გრძელდება."
"აზაროვი ფიზიკურად მოუმზადებლობის გამო არ შეგვიცვლია, უბრალოდ არის მომენტი, როდესაც ფეხბურთელს აღარ შეუძლია თამაში და ნებისმიერ წამს შეიძლება კუნთი გაუწყდეს. არ გამოვრიცხავ ფეხბურთელის დამატებას, თუმცა ამჯერად ჯერ არაფერი იგეგმება. კობახიძე ნამდვილად გვაკლდა, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია."
"ძლიერებს უმართლებთ, მოწინააღმდეგეს წარმატებას ვუსურვებთ, ჩვენ კი წინსვლას გავაგრძელებთ", - განაცხადა გია გეგუჩაძემ.