სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "აი ასე გადავუღე ლიკას ეს ფოტო" - უცნობი ფოტო-ისტორია ლიკა ქავჟარაძეზე, რომელსაც მისი მეგობარი იხსენებს

    "აი ასე გადავუღე ლიკას ეს ფოტო" - უცნობი ფოტო-ისტორია ლიკა ქავჟარაძეზე, რომელსაც მისი მეგობარი იხსენებს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ლიკა სიგარეტით" - ფოტო ქვეყნდება პირველად და პატარა ამბავი, თუ როგორ გადავუღე ეს ფოტო", - წერს ფეისბუქზე რეჟისორი შოთა კალანდაძე და ლიკა ქავჟარაძის უცნობ ფოტოს აქვეყნებს.

    კალანდაძე კი ამ ფოტოს ისტორიას იხსენებს.


    "აი ასე გადავუღე ლიკას ეს ფოტო" - უცნობი ფოტო-ისტორია ლიკა ქავჟარაძეზე, რომელსაც მისი მეგობარი იხსენებს



    შოთა კალანდაძე: როგორც მახსოვს, 1998 წლის, თუ არ ვცდები, სექტემბრის დასაწყისი იყო. ლიკასთან სტუმრად მივედი. ის დედამთილის, ნანა დიმიტრიადის ბინაში ცხოვრობდა იმ პერიოდში, რადგან მას ბინა გაქირავებული ჰქონდა, რომელიც რამდენიმე სართულით ქვევით იყო იმავე სახლში.

    ლიკა გამიმასპინძლდა მისი გაკეთებული "კრაბის სალათით", რომელიც მერე არა ერთხელ გამისინჯავს მასთან. ეს კერძი ძალიან გემრიელი გამოსდიოდა. მე ვკითხე, რას უშვრები ისეთს, რომ ასეთი განსხვავებული გემო აქვს, ვიდრე სხვებისას-მეთქი. მახსოვს, დაუფიქრებლად მიპასუხა - იმიტომ, რომ ორი მაიონეზის დამატება უნდა, სხვები კი ერთს უმატებენო.

    სამზარეულოდან დიდ ოთახისკენ და ლოჯისკენ წავედით, სადაც ის მეგობრებს იღებდა ხოლმე. როიალზე დავინახე იდო უჩვეულო ფორმის ფოტო აპარატი და ვკითხე, ეს რა სხვა ფორმა აქვს-მეთქი. ლიკამ მითხრა, ეს ერთჯერადი ფოტო აპარატია - პრიმაკოვი იყო საქართველოში, ჩვენც გვესტუმრა (პრიმაკოვი მაშინდელი რუსეთის პრემიერ მინისტრი იყო, რომელიც ლიკას დედამთილის, ნანა დიმიტრიადის ნათესავი იყო) და მან გვაჩუქა ეს აპარატიო. სამი ცალია, ამას კი შენ გაჩუქებო და... ეს ფოტოც მაშინ გადავიღე.

    წყარო: პრაიმტაიმი