სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ნაცნობები არ იყვნენ, თუმცა ამოცნობას შევძლებ" - მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ

    „ნაცნობები არ იყვნენ, თუმცა ამოცნობას შევძლებ" - მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიშა მშვილდაძე მასზე თავდასხმის დეტალებზე საუბრობს - "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს თავს გუშინ დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, ორივე პირი მისთვის უცნობი იყო, თუმცა მათ ამოცნობას შეძლებს.

    "თავდასხმა განხორციელდა გამიზნულად და ჩასაფრებით, ჩემი აზრით, ასეთი განცდა მქონდა. ორნი იყვნენ მაგრამ რამდენი მირტყამდა - ერთი თუ ორივე, ვერ ვიტყვი, რადგან პირველივე დარტყმისას წავიქეცი კიბეებზე და მერე უკნიდან ვგრძნობდი დარტყმებს და ხელი ავიფარე, თავდაცვის პოზიციაში ვიყავი.

    ნაცნობები არ იყვნენ, ვერ ვიცანი, ამოცნობას შევძლებ.

    არაფერი სერიოზული მოტეხილობა არ მაქვს, თავს ვგრძნობ მხნედ.

    სამართალდამცველები მაშინვე მოვიდნენ, როგორც კი დავრეკე, როგორც ვიცი, ამოღებული აქვთ უკვე ყველა მასალა," - თქვა მშვილდაძემ.