სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ისინი გაკრიტიკებენ, ვისაც არაფერი გაუკეთებია...“ - როგორ ეხმიანებიან ნუცას გამომწერები

    „ისინი გაკრიტიკებენ, ვისაც არაფერი გაუკეთებია...“ - როგორ ეხმიანებიან ნუცას გამომწერები
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სკანდალის შემდეგ, იტალიაში, კომოს ტბაზე წავიდა და იქიდან ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა წარწერით:

    „რთული დრო არასდროს გრძელდება. ასე რომ, ყოველთვის გაიღიმეთ და იზეიმეთ, რომ ცოცხლები ხართ, გაქვთ შანსი შეცვალოთ სხვების შთაგონებაში. ჩვენ უნდა გვიყვარდეს და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ვიყოთ კეთილები და ასე სწრაფად არ განვსაჯოთ სხვები“.

    ნუცას ფოტოზე უამრავ კომენტარს ნახავთ, ნაწილი მას კვლავ აკრიტიკებს, ნაწილი კი წერს, რომ სწორედ ისინი აკრიტიკებენ, ვისაც არაფერი გაუკეთებია.

    „საამაყო ქართველი ხარ. ზოგადად, ისინი გაკრიტიკებენ, ვისაც არაფერი გაუკეთებია თავის სამშობლოსთვის. ნუ მიაქცევ ყურადღებას!“

    „არაფერი გქონდა არც საბოდიშო და არც ასახსნელი, თავიანთი, ვითომ პატრიოტიზმის შეგრძნება თვითონვე დაღუპავთ. წარმატებები, საოცარი გოგო ხარ. ვისაც სწორი განსჯის უნარი არ აქვს, თავისი შეგნების ამაღლებას მიხედოს.“

    „ნუცა, შენ დიდი შრომა და დრო ჩადე იმაში, რასაც მიაღწიე და დასაფასებელია. წარმატებებსაც გისურვებ ამ მხრივ“.

    „ნუცა, გული არ გაიტეხო! ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხარ და გაფასებს! მე პირადად ძალიან მეამაყები! სასწაული გოგო ხარ! გააგრძელე წინსვლა… კიდევ უამრავი მწერვალი დაგეპყროს! პ.ს ამ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ, რასაც გინდა, სადაც გინდა და ვისთანაც გინდა, გააკეთებ! მიყვარხარ“.

    „ნუცა, აქ პრობლემა მეგობრის დაბადების დღეზე წასვლა კი არ არის, არამედ, იმ კაცის გვერდით სიმღერა, ვინც ღიად უჭერს მხარს ჩვენს საერთო მტერს პუტინს! პავლიაშვილის გვერდით სიმღერა ,,სამშობლოს თავისუფლებაზე” ცოტა კი არა, ძალიან ტეხავს“,- წერენ ნუცას გამომწერები.