სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უბრალოდ, ცეკვავენ მოედანზე" - ზურიკოს საოცარმა გოლმა უცხოელებიც აღაფრთოვანა

    "უბრალოდ, ცეკვავენ მოედანზე" - ზურიკოს საოცარმა გოლმა უცხოელებიც აღაფრთოვანა
    9 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს 21 წლამ­დე ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რებ­მი ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირველ ადგილზერ გავიდა.

    ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველო ნიდერლანდებს დაუპირისპირდა, სადაც ზურიკო დავითაშვილმა საოცარი გოლი გაიტანა

    ჩვენს გუნდთან ერ­თად ჯგუფ­ში იყ­ვნენ ნი­დერ­ლან­დე­ბი, პორ­ტუ­გა­ლია და ბელ­გია. შემ­დეგ ეტაპ­ზე გას­ვლა ბელ­გი­ამ და ნი­დერ­ლან­დებ­მა ვერ შეძ­ლეს.

    ქართველების ამ საამაყო შედეგმა ქართველებთან ერთად უცხოელებიც აღაფრთოვანა.

    Uefa-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი "ფე­ის­ბუქ­ზე" ჩვენს გუნდს და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით გა­მოწ­ვე­ულ ქარ­თველ­თა ემო­ცი­ებს არა­ერთ პოსტს უძღვნის.

    ეს კი ერთ-ერთი მათ­გა­ნი, სა­დაც ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის ემო­ცი­ე­ბი ჩანს:

    "უბრალოდ, ცეკვავენ მოედანზე" - ზურიკოს საოცარმა გოლმა უცხოელებიც აღაფრთოვანა


    “ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მა სენ­სა­ცი­უ­რი სოლო გოლი გა­ი­ტა­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერ­თი მატ­ჩი არ წა­უ­გია ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე“, - წერს უე­ფას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი.



    "ინ­სტაგ­რამ­ზე" ქარ­თვე­ლე­ბის ჯგუფ­ში გა­ლი­დე­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა პო­პუ­ლა­რულ­მა გვერდმა 433-მა, რო­მელ­საც არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. კო­მენ­ტა­რებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბენ უცხო­ე­ლე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი აღ­მო­ჩე­ნაა.



    "ამ­ბო­ბენ, რომ ქარ­თვე­ლებ­მა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში არ იცი­ან, არა­და, ისი­ნი თურ­მე ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ, უბ­რა­ლოდ, ცეკ­ვა­ვენ მო­ე­დან­ზე“.

    "ნი­დერ­ლან­დე­ლებს მე­ნე­ჯერ­მა უნდა აჩ­ვე­ნოს კა­რის ფოტო და უთხრას, ბი­ჭე­ბო, აი, ეს არის კარი, აქ უნდა და­არ­ტყათ, გოლი აქ უნდა გა­ი­ტა­ნოთ“.

    “ქარ­თვე­ლე­ბის ფეხ­ბურ­თი სხვა­ნა­ი­რი რამ არის“.



    "ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ სამ ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად ჯგუფ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­დო­და“.

    "ქარ­თვე­ლებს რა მა­გა­რი გუნ­დი ჰყო­ლი­ათ, სად იყ­ვნენ ეს ბი­ჭე­ბი, რა­ტომ არა­ვინ ვი­ცით მათი სა­ხე­ლე­ბი?!“

    "ქარ­თვე­ლებს სა­ო­ცა­რი მო­მა­ვა­ლი აქვთ, და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს ბი­ჭე­ბი“, - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.



    აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Guardian-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც გა­მო­ცე­მის ვერ­სი­ით, ამ ეტა­პის­თვის ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე­ე­ბია ჩა­მოთ­ვლი­ლი. ჩვე­ნი გუნ­დი­დან "გარ­დი­ან­მა" გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი გამო­არ­ჩია:

    "ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ "ნა­პო­ლის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­მა­შით ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი რუ­კა­ზე და­აბ­რუ­ნა. გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ანა­ლო­გი­უ­რი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ქარ­თულ ფეხ­ბურთზე. 22 წლის გა­რე­მარბს, ტო­ნა­ლის მსგავ­სად, ამ ზა­ფხულს ორი სა­გო­ლე გა­და­ცე­მა აქვს. მი­სით სკა­უ­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან", - წერს გა­მო­ცე­მა.

    აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­გლი­სი­დან "გარ­დი­ან­მა" ემილ სმიტ როუ გა­მო­არ­ჩია, იტა­ლი­ი­დან - სან­დრო ტო­ნა­ლი, საფ­რან­გე­თი­დან - მა­იკლ ოლი­სი, უკ­რა­ი­ნი­დან - და­ნი­ლო სი­კა­ნი, ეს­პა­ნეთ­დან კი - სერ­ხიო გო­მე­სი.