სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გაეცანით ძაღლის გასეირნების წესებს - რა შემთხვევაში დაჯარიმდება ძაღლის პატრონი

    გაეცანით ძაღლის გასეირნების წესებს - რა შემთხვევაში დაჯარიმდება ძაღლის პატრონი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის მფლობელი 150 ლარით დაჯარიმდება, თუ ძაღლი საბელის ან ალიკაპის გარეშე ღია სივრცეში ეყოლებათ, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში. - ჯარიმა ადრე 20 ლარია.

    წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

    ასევე, მკაცრდება სანქციები თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირუტყვი მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მეთვალყურეობის გარეშე იმყოფება.