სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი აღიარებს, რომ მშვილდაძეს თავს დაესხა

    მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი აღიარებს, რომ მშვილდაძეს თავს დაესხა
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს დესხნენ.

    სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

    გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".

    მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი აღიარებს, რომ მშვილდაძეს თავს დაესხა


    მოქალაქე აცხადებს, რომ მიმალვას არ აპირებს.

    "მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტრო" - წერს გუგეშაშვილი ფეისბუქზე.

    ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პოსტის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა თავდამსხმელის დაკავების ან იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებენ.