სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს გუნდი ჩემთვის ოჯახია“ - ზურიკო დავითაშვილის განცხადება

    "ეს გუნდი ჩემთვის ოჯახია“ - ზურიკო დავითაშვილის განცხადება
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველო ნიდერლანდებს დაუპირისპირდა.გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.

    ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის შემდეგ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან ერთად „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ზურიკო დავითაშვილი იმყოფებოდა, რომლის გოლითაც ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

    „ურთულეს ჯგუფში ვიყავით და ბევრს არ წარმოედგინა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით. რთული იყო პირველი ტაიმი, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვეთ ძალა, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.

    ახლა მეოთხედფინალში ვართ და ჩვენი მთელი ფიქრები ამ შეხვედრაზეა. შევეცდებით, რომ ისე ვითამაშოთ, გულშემატკივარი ისევ გავახაროთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლაა.

    ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის განსხვავება? როდესაც ასეთ ტურნირია, არაფრით განსხვავდება და გოლს ისევე აღვნიშნავ, როგორც ეროვნულში. მე ამ თაობასთან ვთამაშობდი და ეს გუნდი ჩემთვის ოჯახია“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ