სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ის, რაც "ტიტანიდან“ დარჩა - კადრები, სადაც ჩანს როგორ ამოაქვთ ბატისკაფის ნამსხვრევები ოკეანის ფსკერიდან

    VIDEO: ის, რაც "ტიტანიდან“ დარჩა - კადრები, სადაც ჩანს როგორ ამოაქვთ ბატისკაფის ნამსხვრევები ოკეანის ფსკერიდან
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ატლანტის ოკეანეში დაკარგული Titan-ის ნამსხვრევები პორტში მიიტანეს

    კანადური ტელეარხის, CBC-ის ჟურნალისტმა, ჰეზერ გილისმა გამოაქვეყნა ვიდეო ტიტანიკის ჩაძირვის ადგილიდან, აშშ-ს სანაპირო დაცვის მიერ აღმოჩენილი ბატისკაფის ნამსხვრევებით. ლითონის გროვა დღეს გადმოტვირთეს ჰორიზონტ არქტიკის გემიდან კანადის სანაპირო დაცვის პიერზე სენტ-ჯონში, ნიუფაუნდლენდი.

    ვიდეოს ჩანს, რომ ტიტანის წყალქვეშა ნარჩენები ძალიან ცოტაა - თეთრი მოხრილი ლითონის ფურცელი და ერთგვარი კუკონი, რომელიც სავსეა კაბელებითა და ყოფილი ბატისკაფის სხვა მექანიკური ნაწილებით.
    მანამდე აშშ-ის სანაპირო დაცვის სპიკერმა განაცხადა, რომ Titan-ის ეკიპაჟი წყალქვეშა ნავის აფეთქების გამო დაიღუპა. წყლის ზეწოლის გამო ხალხთან ერთად ბატისკაფი ფაქტობრივად ქილასავით დაიწნეხა.