სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    ირგვლივ ზედმეტი ხმაური და შფოთვაა, რაც ნეგატიურად მოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე და ყურადღებას გიფანტავთ. შეეცადეთ, გარემო უფრო კომფორტული გახადოთ.

    კურო


    ყურადღება მიაქციეთ შემოსულ ინფორმაციას, რათა არ გაგეპაროთ მნიშვნელოვანი და მოგებიანი წინადადება. მთელი ენერგია მიმართეთ ერთი ძირითადი საკითხის რეალიზაციისკენ.

    ტყუპები

    ყურადღებით დააკვირდით გარემოს და უკიდურესობაში ნუ გადავარდებით, მიზანთან ძალიან ახლოს ხართ, მოდუნდით, დიდი ძალისხმევის გარეშეც მოხდება თქვენი იდეებისა და ჩანაფიქრების რეალიზება.

    კირჩხიბი

    წარმატებული დღეა, ყველას მოაჯადოებთ და ნებისმიერ მიზანს მიაღწევთ, ამისთვის, რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება, ნამდვილად, არ დაგჭირდებათ.

    ლომი

    ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი, შესაძლოა, რაღაც ისეთი წამოგცდეთ, რასაც შემდეგ ინანებთ. კარგი იქნება, თუ მხოლოდ ყოველდღიური რუტინით დაკავდებით.

    ქალწული

    შესაძლოა, გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს თავი. ყურადღებითა და დიდი გულისხმიერებით მოეკიდეთ ახლობლების პრობლემებს, შეძლებისდაგვარად დაუდექით მათ მხარში.

    სასწორი

    თუ გამიზნულად და გაბედულად იმოქმედებთ, გაიმარჯვებთ. მერყეობა და ეჭვები, საკუთარი თავის მიმართ, ახლა წაგებიანია. ყურადღება გაამახვილეთ პარტნიორებსა და ოპონენტებზე, რათა არ მოტყუვდეთ და იმედგაცრუებული არ დარჩეთ.

    მორიელი

    ნამდვილი სიყვარული იშვიათობაა, დააფასეთ ის, ნუ შეგაშინებთ რომანტიკული ჰორიზონტები და ენდეთ გულისთქმას.

    მშვილდოსანი

    ახალმა ნაცნობობამ შესაძლოა, თავბრუ დაგახვიოთ. მეტი სიფრთხილე და სიფხიზლე გმართებთ. სერიოზული ცვლილებები, ამ ეტაპზე, წაგებიანია.

    თხის რქა

    ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, ეცადეთ, დროებით დაივიწყოთ პრობლემები, მოაწესრიგეთ და დაალაგეთ თქვენი აზრები, ეცადეთ, თქვენი გარემო უფრო ჰარმონიული გახადოთ.

    მერწყული

    მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის ასაკოვან წევრებს, ნათესავებს. გამოხატეთ სითბო და სიყვარული, იყავით ტაქტიანი მათ მიმართ.

    თევზები

    შესაძლოა, თქვენს გარემოცვაში, ვიღაც იტყუებოდეს და ინტრიგებს ხლართავდეს. ნუ ენდობით ყველას, იყავით ფხიზლად.