სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ღმერთო..ნეტავ თავიდან შენი გზებით გამოგყოლოდი.." - მამა პეტრეს დაწერილმა ლექსმა ყველა აატირა

    "ღმერთო..ნეტავ თავიდან შენი გზებით გამოგყოლოდი.." - მამა პეტრეს დაწერილმა ლექსმა ყველა აატირა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამა პეტრემ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა თავის ფოტოსთან ერთად.

    მან ლექსი დაწერა, რომელიც საზოგადოებას გაუზიარა.

    ლექსი საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა მკითხველისთვის:

    და გიხმობ ღმერთო, რა ხანია ველი განაჩენს,
    აქ, ჩვენთან ყველა სიყალბეში ცხოვრობს ბოლომდის…
    სულ იმას ვცდილობ, ჩემში ერთი წვეთით გადარჩე,
    ნეტავ თავიდან შენი გზებით გამოგყოლოდი…

    აქ სიცრუეა, სიყვარულიც გაცვდა თავისით,
    არ შემიძლია ცარიელი სიტყვის მოსმენა…
    ზოგჯერ მზე ვარ და შემართება ისუ ნავესი,
    ზოგჯერ კიდობნის ბნელ კუთხეში მდგარი მოსე ვარ…

    კი არ მივხურე, მიჯახუნდა კარი ცხოვრების,
    ხელის ცეცებით სიბნელეში ვეძებ განაჩენს…
    ჯვარცმულ მაჯაზე, მეც ჯვარცმული გეამბორები,
    და მინდა ჩემში ერთი წვეთი ცრემლით გადარჩე!..

    "ღმერთო..ნეტავ თავიდან შენი გზებით გამოგყოლოდი.." - მამა პეტრეს დაწერილმა ლექსმა ყველა აატირა