სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ეს აუცილებლად უნდა იცოდე- რომელი ასაკიდან უნდა მოერიდოთ ბავშვის წინაშე ტანსაცმლის გამოცვლას

    ეს აუცილებლად უნდა იცოდე- რომელი ასაკიდან უნდა მოერიდოთ ბავშვის წინაშე ტანსაცმლის გამოცვლას
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზოგჯერ მშობლები სამოსს შვილების თვალწინ იცვლიან. ბავშვიც ძალაუნებურად ხედავს უფროსს გახდილ მდგომარეობაში. როგორ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, როცა დედას ან მამას გახდილს უყურებს.

    ფსიქოანალიზის თვალსაზრისით, ფსიქიკის განვითარება სექსუალობას ეფუძნება. სანამ მომწიფდება, ბავშვთა სექსუალობა პრეგენიტალური განვითარების რამდენიმე ეტაპს გადის დაბადებიდან სქესობრივი მომწიფების ასაკამდე. თითოეული ეტაპის წარმატებით გავლა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მშობლების ქცევაზე.

    1 წლის ბავშვი ვერც ამჩნევს, მშობლები გახდილები არიან თუ არა. ამ ასაკში ამ საკითხზე ნერვიულობა არ ღირს. 2 წლიდან სხეულის მიმართ ინტერესი იწყება. ამ ასაკიდან უკვე მშობლები უნდა მოერიდონ ბავშვის თანდასწრებით გამოცვლას.

    3 წლის ასაკიდან კი პირველი „უხერხული“ კითხვები ჩნდება. არასოდეს აარიდოთ თავი მის შეკითხვებს და პასუხი „პატარა ხარ და ამას ვერ გაიგებ“, არასწორია. ამ დროს უბრალოდ, აუხენით, რომ ულამაზოა შიშველი სიარული, რადგან ადამიანები ასე არ იქცევიან.

    3-დან 6 წლამდე პერიოდში ბავშვი გადადის განვითარების ფალიურ ფაზაში, სადაც ის აქტიურად ინტერესდება საკუთარი სასქესო ორგანოებით, ამჩნევს განსხვავებას ბიჭებსა და გოგოებს შორის და ახალ აღმოჩენებს აკეთებს. ბიჭები, მაგალითად, ამ პერიოდში განიცდიან ოიდიპოსის კომპლექსს. გაუცნობიერებლად მიილტვიან დედისკენ და ასევე გაუცნობიერებლად ცდილობენ მის გვერდით მამის ადგილი დაიკავონ. მამის ფიგურა შეიძლება დროებით აღიქმებოდეს, როგორც ჩარევა და დამსჯელი.

    მშობლის დამოკიდებულება ამ ეტაპზე არ უნდა იყოს არც ზედმეტად ამკრძალავი და არც ზედმეტად მასტიმულირებელი.

    ამ ასაკში საზღვრების არარსებობამ შეიძლება ბავშვის განვითარების ფალიურ სტადიაში ჩარჩენა გამოიწვიოს ნევროზული სიმპტომების განვითარების მაღალი ალბათობით.

    პრაქტიკული თვალსაზრისით, როცა მშობელს ეს კითხვა უჩნდება, ის უკვე გრძნობს გარკვეულ უხერხულობას. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ დისტანცია უკვე საჭიროა. ინტუიციურად მშობელს უკვე აქვს ამაზე პასუხი. ასე რომ, ჯობს ბავშვი დაახლოებით, 3 წლის ასაკიდან მიაჩვიოთ კარზე დაკაკუნებას. გააფრთხილეთ, რომ მშობლების ოთახში დაკაკუნების გარეშე არ შევიდეს. თუ მას აქვს საკუთარი ოთახი, თქვენც დააკაკუნეთ ხოლმე შესვლის წინ. ასე პირადი საზღვრების დაცვას ისწავლის, რაც ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო უნარია როგორც ბავშვისთვის, ასევე მოზრდილისთვის.