სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება აშშ..." - ნახეთ რაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ მიღებაზე

    "ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება აშშ..." - ნახეთ რაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ მიღებაზე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აშშ-ის ელ­ჩის რან­გში კელი დეგ­ნან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო­ჯერ უმას­პინ­ძლა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბას. მას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, პა­ლა­მენ­ტა­რე­ბი, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ა.შ. მი­ღე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდნენ პა­ტიმ­რო­ბი­დან ახალ­გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნიკა გვა­რა­მია და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია.

    დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თეს კელი დეგ­ნან­მა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

    "წელს ბო­ლო­ჯერ ვუ­მას­პინ­ძლებ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბას ამე­რი­კის ელ­ჩის რან­გში... სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩემს გულ­ში" - თქვა კელი დეგ­ნან­მა გა­მოს­ვლი­სას.

    "ახლა, რო­გორც არას­დროს, ჩვენ გვჭირ­დე­ბა აშშ - თქვე­ნი იმე­დი უნდა გვქონ­დეს, რათა ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში წინ წაგ­ვწი­ოთ და უსაფრ­თხო­ე­ბის მეტი გა­რან­ტი­ე­ბი მი­ვი­ღოთ", - ბრძა­ნა პრე­ზიდნტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც აშშ-ს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის მი­ლოც­ვით და­ი­წყო გა­მოს­ვლა.

    „მინ­და ყვე­ლას აშშ-ის­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე მო­გი­ლო­ცოთ. ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხან­და­ხან ეს ასე არ ჩანს, ჩვენ ვი­ცით, გვეს­მის და ვა­ფა­სებთ, რომ აშშ ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან 30 წელ­ზე მე­ტია ჩვენს გვერ­დით დგას რო­გორც მე­გო­ბა­რი. იმ მო­მენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც რბი­ლად რომ ვთქვათ რთუ­ლი იყო, მაგ­რამ აშშ ყო­ველ­თვის ჩვენს მხა­რეს იყო. იგი ჩვენს გვერ­დით იყო სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის ამ ძა­ლი­ან გრძელ მარშში, რო­მე­ლიც არა­ვინ არ იცის რო­დის დას­რულ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სია, მაგ­რამ ამ სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში ჩვენ დახ­მა­რე­ბა გვაქვს, რო­მე­ლიც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სას… ახლა, რო­გორც არას­დროს, ჩვენ გვჭირ­დე­ბით თქვენ [აშშ] და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა გვექ­ნე­ბა. გვჭირ­დე­ბით, რათა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვი­დეთ, რო­მე­ლიც ხელთ არის, აქ არის, ჯერ წევ­რო­ბა არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან არ­სე­ბი­თი ნა­ბი­ჯია მა­ნამ­დე, რო­მე­ლიც ჩვე­ნამ­დე უკ­რა­ი­ნის მეშ­ვე­ო­ბით მო­ვი­და, უკ­რა­ი­ნის იმ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ბრძო­ლის გამო მო­ვი­და. მაგ­რამ ჩვენ ასე­ვე გა­სა­კე­თე­ბე­ლი გვაქვს საქ­მე და ჩვენ ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რაც გვჭირ­დე­ბა ამ პო­ლი­ტი­კურ მო­მენ­ტში. თქვე­ნი იმე­დი უნდა გვქონ­დეს, რათა ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში წინ წაგ­ვწი­ოთ, რათა უსაფრ­თხო­ე­ბის მეტი გა­რან­ტი­ე­ბი მი­ვი­ღოთ, რათა მი­ვი­ღოთ გზა, რო­მე­ლიც მიგ­ვიყ­ვანს იქამ­დე, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბა, მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა ნამ­დვი­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და აღარ არის საფრ­თხის ქვეშ… თქვე­ნი იმე­დი უნდა გვქონ­დეს დღეს, რო­გორც არას­დროს, რო­დე­საც მსოფ­ლიო უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ამ აგ­რე­სი­ას უმკლავ­დე­ბა. იმე­დი გვაქვს, რომ რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის რუ­სე­თის ეს ახა­ლი მა­ნი­ფეს­ტა­ცია ოდეს­მე წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ ახლა აქ არის და ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რია. თქვე­ნი იმე­დი უნდა გვქონ­დეს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, მათ მცდე­ლო­ბა­ში გა­ნა­ვი­თა­რონ არა­ხა­ლი "რბი­ლი პო­ლი­ტი­კა”, რო­დე­საც და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლებს თავს ეს­ხმი­ან, რა­საც ვხე­დავთ, რომ აქ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ვი­თარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

    პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ დგას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან.

    "ჩემ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა დღეს აქ ყოფ­ნა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ღე­ბის გულ­წრფე­ლი მო­ლოც­ვა თქვენ­თვის და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის­თვის.

    მთე­ლი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი ქვე­ყა­ნა ამა­ყად ატა­რებ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ჩი­რაღ­დანს, რაც ბრწყინ­ვა­ლე მა­გა­ლითს აძ­ლევ­და მსოფ­ლი­ოს. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­მუდ­მე­ბით იცავ­და ადა­მი­ა­ნის სა­ყო­ველ­თაო უფ­ლე­ბებ­სა და ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, ხელს უწყობ­და გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პროგ­რესს, მხარს უჭერ­და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას, რი­თაც თა­ვის კვალს ტო­ვებ­და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში.

    სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­გორც ამა­ყი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ერი, იზი­ა­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის იგი­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრინ­ცი­პებს, რაც ჩვენს მტკი­ცე მე­გობ­რო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე დროს, ჩვენს მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა­სა და ერ­თი­ა­ნო­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის და­სა­ცა­ვად არა მხო­ლოდ ჩვენს რე­გი­ონ­ში, არა­მედ გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე. სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ დგას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, ისე­ვე რო­გორც ჩვენს პა­ტივ­ცე­მულ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, რად­გან ერ­თად ვი­ცავთ ფუნ­და­მენ­ტურ ნორ­მებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად უდევს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

    ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბას მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რი­სა და ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე და­წი­ნა­უ­რე­ბა­ში.

    "მე­გობ­რე­ბო, ჩვე­ნი ერის უახ­ლე­სი ის­ტო­რია ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად წარ­მო­ე­ბულ ომებს მო­ი­ცავს. უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლებ­საც დღეს ვა­წყდე­ბით, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტის კუ­თხით. მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დაც­ვის იდე­ის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის­თვის. მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი პარტნი­ო­რე­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რით, შეგ­ვიძ­ლია რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი.

    ასე­ვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბას მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რი­სა და ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე და­წი­ნა­უ­რე­ბა­ში. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მტკი­ცე და ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რია ამ რე­გი­ონ­ში. ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მხარ­დამ­ხარ იდ­გნენ და ერ­თად იცავ­დნენ გლო­ბა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში”,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

    პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კას შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს ამე­რი­კუ­ლი კა­პი­ტა­ლის შე­მო­დი­ნე­ბა­ში და ორ სა­ხელ­მწი­ფოს კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ე­ბა­ში.

    "ნება მო­მე­ცით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩემი მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, გა­მოვ­ხა­ტო გულ­წრფე­ლი მად­ლი­ე­რე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბი­სად­მი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის­თვის. მჯე­რა, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ვაჭ­რო­ბი­სა და კო­მერ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით აუთ­ვი­სე­ბე­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გახ­სნას ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის­თვის, მხარს ვუ­ჭერთ ამე­რი­კუ­ლი კა­პი­ტა­ლის შე­მო­დი­ნე­ბას და სა­ქონ­ლის მი­მოქ­ცე­ვას ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და პი­რი­ქით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სი უდა­ვოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში და კი­დევ უფრო და­ა­ახ­ლო­ებს ჩვენს ერებს.

    უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა სფე­როს - მათ შო­რის, თუმ­ცა არა მხო­ლოდ ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის - გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. დი­დად ვა­ფა­სებთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ღი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. ხალ­ხთა შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რით, ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ძლი­ე­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

    ამას­თა­ნა­ვე, პრე­მი­ერ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმა­ზეც, რომ წელს კელი დეგ­ნა­ნი ბო­ლო­ჯერ მას­პინ­ძლობს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ამე­რი­კის ელ­ჩის რან­გში. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აშშ-ს ელჩს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ერებს შო­რის ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და გაღ­რმა­ვე­ბის საქ­მე­ში გულ­მოდ­გი­ნე და და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის.

    "მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ელჩი დეგ­ნა­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია და მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო ეს მო­მენ­ტი და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქალ­ბა­ტონ ელჩს გულ­მოდ­გი­ნე და და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის ჩვენს ერებს შო­რის ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და გაღ­რმა­ვე­ბის საქ­მე­ში. ქალ­ბა­ტო­ნო ელჩო, მინ­და გი­სურ­ვოთ ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სო და ულე­ვი წარ­მა­ტე­ბა მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ყო­ველ­თვის მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით თქვე­ნი ხილ­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში!

    კი­დევ ერთხელ, ქალ­ბა­ტო­ნო ელჩო და ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გთხოვთ, მი­ი­ღოთ ჩემი მი­ლოც­ვა ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა იყოს დიდი ამე­რი­კე­ლი ერის მეგ­ზუ­რი მუ­დამ!

    ღმერ­თმა და­ლო­ცოს ამე­რი­კა! ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!", - გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

    ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა კელი დეგ­ნან­მა.

    შე­გახ­სე­ნებთ, სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო­ში გა­ი­მარ­თა, სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, ბიზ­ნე­სის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, მე­დი­ის და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.