სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დიასახლისებო, ეს დაგაინტერესებთ - იცოდეთ როგორ უნდა შეარჩიოთ მაცივარი სწორად

    დიასახლისებო, ეს დაგაინტერესებთ - იცოდეთ როგორ უნდა შეარჩიოთ მაცივარი სწორად
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მაცივარი სახლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ნივთია, რომლითაც სამზარეულოს მოწყობა იწყება. დიასახლისების დიდი ნაწილი მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან სამზარეულოს დიდი ნაწილი სწორედ მას უჭირავს, ზაფხულში კი მისი როლი ერთიორად იზრდება, რადგან ცივი ხილით, წვენითა და პროდუქტებით სწორედ ის უზრუნველყოფს ოჯახს.

    იმისათვის, რომ მაცივარი დიდხანს გემსახუროთ და კარგად გამოიყენოთ, დაფიქრებით უნდა შეარჩიოთ.

    დღეს ბაზარი მაცივრების ძალიან დიდი მრავალფეროვნებას გვთავაზობს, ფერის, ზომის, ფუნქციურობის მიხედვით.

    ფერი

    თუ რა ფერის მაცივარს შეარჩევთ, ეს სრულად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ინტერიერსა და სამზარეულოს უხამებენ ხოლმე ამ ნივთს, თუმცა, ზოგჯერ სრულიად კონტრასტულ ვარიანტზეც აკეთებენ არჩევანს.

    ზომა

    ეს ძალიან მნიშვნელოვანია საკითხია. მაცივარი უნდა შეარჩიოთ ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, რაც 3 სულიან ოჯახს დასჭირდება, რა თქმა უნდა იმ ზომის მაცივარი საკმარისი არ იქნება, 5-6 ადამიანისგან შემდგარი ოჯახისთვის. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მაცივარი თქვენი სამზარეულოს კარში აუცილებლად უნდა შეეტიოს, ისეთი სიგანისას ნუ შეარჩევთ, რომლის შეტანაც შემდეგ პრობლემად იქცევა.

    ფუნქციურობა

    ეს ის მთავარი დეტალია, რომელზეც კარგად უნდა დაფიქრდეთ.

    პირველ რიგში განსაზღვრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დიდი ზომის საყინულე. თუ მიეკუთვნებით იმ კატეგორიას, ვინც ყინავს სეზონურ ხილს, ბოსტნეულს, ან ისეთი ადგილისთვის გსურთ მაცივრის შეძენა, სადაც მაღაზია, მარკეტი ახლოს არ არის, მაშინ დიდი ზომის საყინულე თქვენთვის აუცილებელია. ამიტომ ისეთ ვარიანტზე შეაჩერეთ არჩევანი, რომელსაც მოცულობითი საყინულე აქვს.

    თუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია მაცივრის ძირითადი კამერა, მოცულობითი კამერები, ხშირ შემთხვევაში იმ მაცივრებს აქვთ, რომელთა ზედა ნაწილშია განთავსებული საყინულე.

    ასევე ყურადღება მიაქციეთ თაროების, უჯრების რაოდენობას და განლაგებას, რაც პასუხისმგებელია პროდუქტის კომპაქტურად შენახვაზე.

    გარდა ამისა, განსაზღვრეთ მშრალი ყინვით გსურთ იყოს თქვენი მაცივარი, თუ ნახევრად მშრალი.