სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მშობლებო, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს სწორი კვებითი ჩვევები

    მშობლებო, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს სწორი კვებითი ჩვევები
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სწორად კვება ყველა ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, რადგან პატარა ასაკშივე მოხდეს სწორი ჩვევების ჩამოყალიბება.

    როგორ მივაჩვიოთ ბავშვები ჯანსაღ კვებით ჩვევებს, რათა ზედმეტი კვებით გამოწვეული ჭარბი წონა ან არასაკმარისი კვებით გამოწვეული წონის დეფიციტი არ შეექმნათ. ქცევის თერაპევტებს ამაზე საინტერესო მოსაზრებები აქვთ.

    ზედმეტი კვებაც და არასაკმარისი კვებაც - ორივე შეიძლება კვებითი აშლილობით იყოს გამოწვეული. თუ ბავშვის ამ პრობლემებისგან დაცვა გსურთ, პირველ რიგში საკუთარი მაგალითით უნდა დაიწყოთ. თუ მშობლებს ჯანსაღი კვებითი ქცევა და ჩვევები აქვთ, რამდენჯერმე მცირდება რისკი იმისა, რომ ბავშვს კვებითი დარღვევა ჰქონდეს და პირიქით. ამიტომ, პირველი რეკომენდაცია მშობლებს: თუ აცნობიერებთ, რომ გიჭირთ ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა, ზედმეტად ხართ შეპყრობილი თქვენი წონით, ან პირიქით, იკვებებით ჭარბად და არაჯანსაღად, პირველ რიგში საკუთარ თავზე იმუშავეთ. ფსიქოლოგიის პირველი პრინციპი სწორედ ესაა - დაიწყე საკუთარი თავით.

    მეორე რჩევა: შეწყვიტეთ განსხვავებული სხეულების კრიტიკა, სხეულების შეფასება. ზოგჯერ ყველაზე შეგნებულ და თანამედროვე მშობელსაც მოსდის ეს შეცდომა და ეს არის ის, რაც ხშირად უბიძგებს ბავშვებს კვებითი აშლილობისკენ.

    სამწუხაროდ, დედები და მამები ხშირად არ უფიქრდებიან, რას ამბობენ შვილების, განსაკუთრებით, გოგონების წინაშე, რომლებიც უფრო მძაფრად აღიქვამენ სიტყვებს. 4-5 წლის გოგონები, რომლებიც საბავშვო ბაღში მოდიან, უკვე იწყებენ მსჯელობას, ვინ არის მსუქანი, ვინ უფრო ლამაზია და ვინ - ნაკლებად.

    საკმარისია, ბავშვის თვალწინ რამდენჯერმე თქვათ ჭარბწონიან ადამიანზე, რომ ულამაზოა, ეს იდეა ძალიან მარტივად აღიბეჭდება ბავშვის ცნობიერებაში და საკმარისია, რათა გადაწყვიტოს, რომ ჭარბწონიანი ადამიანი "ფუა". ეს ნიშნავს, რომ პირველივე ნიშანზე, როდესაც ბავშვი წონაში მატებას დაიწყებს, ის ავტომატურად მიინევს თავს ულამაზოდ და სხვაზე ნაკლებად.

    არადა ბავშვებში წონა ხშირად „თამაშობს“, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ბავშვები ნახტომებით იზრდებიან, შეიძლება წონაში მოიმატონ, შემდეგ გაიზარდონ და დაიკლონ. ან კვლავ მოიმატონ, შეიძლება გაეზარდოთ ლოყები, მუცელი და შემდეგ სხეულის ჩამოყალიბებასთან ერთად ეს ნიშნები გაქრეს - ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია ზრდის პროცესში.