სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსეთი ხერსონის ოლქს დაესხა თავს - დაიღუპა 2 ადამიანი

    რუსეთი ხერსონის ოლქს დაესხა თავს - დაიღუპა 2 ადამიანი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსულმა ძალებმა, ხერსონის ოლქზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.

    დაიბომბა ტერიტორია, სადაც მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. განადგურებულია საწყობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

    10-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 3 სასაზღვრო დასახლება.

    ამასთან, კიევში მოულოდნელი ვიზიტით, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი ჩავიდა.

    რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის ახალი მილიარდ ნახევარი დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის აღდგენისა და განვითარების მხარდასაჭერადაა განკუთვნილი.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი უკრაინას 890 მილიონ დოლარს გამოუყოფს.