სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რამხელა ბაყვები გაქვს" - ტაქსის მძღოლი, რომელმაც გოგონას უტაქტოდ მიმართა, დაჯარიმდა - გოგონა თავის საქმეზე საუბრობს

    "რამხელა ბაყვები გაქვს" - ტაქსის მძღოლი, რომელმაც გოგონას უტაქტოდ მიმართა, დაჯარიმდა - გოგონა თავის საქმეზე საუბრობს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა მო­ქა­ლა­ქე სოფო გოგ­სა­ძის სარ­ჩე­ლი, სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბად მი­იჩ­ნია ტაქ­სის მძღო­ლის რეპ­ლი­კა ქუ­ჩა­ში მი­მა­ვა­ლი ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბა­ზე და ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა.

    სოფო გოგ­სა­ძე 2 ივ­ნისს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალს ტაქ­სის­ტმა კაც­მა და­უ­ძა­ხა "რამ­ხე­ლა ბაყ­ვე­ბი გაქ­ვს". სო­ფომ მან­ქა­ნის სე­რია და ნო­მე­რი ჩა­ი­წე­რა და მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­და. ქალი პო­ლი­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ და­ი­ბა­რეს, 29 ივ­ნისს კი სა­სა­მარ­თლო ჩა­ი­ნიშ­ნა. სოფო წერს, რომ ტაქ­სის მძღოლს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა და­უმ­ტკიც­და და და­ჯა­რიმ­და.

    სოფო გოგ­სა­ძე:

    "ალ­ბათ გახ­სოვთ ჩემი და ტაქ­სის­ტის არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო ის­ტო­რია. ვი­საც არ ახ­სოვს, მოკ­ლედ მოვ­ყვე­ბი, დი­ლით 2 ივ­ნისს ჩემ­თვის შეხ­ვედ­რის­თვის გა­მო­წყო­ბი­ლი მოვ­სე­ირ­ნობ­დი ბარ­ნოვ­ზე, ტაქ­სის მძღოლ­მა სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბა მის­ცა, მო­მი­ჩე­რა მან­ქა­ნა და "რა არის რამ­ხე­ლა ბაყ­ვე­ბი გაქ­ვსო" მო­მა­ძა­ხა. მან­ქა­ნის ნომ­რის ჩა­წე­რა მო­ვას­წა­რი და მე­გობ­რის რჩე­ვით გან­ვა­ცხა­დე პო­ლი­ცი­ა­ში.

    ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო რამ­დე­ნი­მე­ჯერ მის­ვლა პო­ლი­ცი­ა­ში, ოქ­მე­ბის შედ­გე­ნა და ასე შემ­დეგ. ამ კვი­რის და­სა­წყის­ში და­მი­რე­კეს, რომ სა­სა­მარ­თლო ჩა­ი­ნიშ­ნაო დღეს, 29 ივ­ნისს.

    გა­მოვ­ცხად­დი მეც და ისიც. ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას მკი­თხეს ყვე­ლა­ფე­რი, თუ მახ­სოვ­და, რა ეცვა მძღოლს რა მეც­ვა მე და ასე შემ­დეგ. ზუს­ტად იგი­ვე კაბა მეც­ვა, რაც იმ დღეს, და ეს ვახ­სე­ნე კი­დე­ვაც. როცა მოვ­რჩი და კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და ბა­ტონს, იცით რა ქნა? - "მა­ნა­ხე ერთი, რა კაბა გაც­ვი­აო" წა­მოდ­გა და კა­ბის ზო­მის და სიგ­რძის შე­მოწ­მე­ბა და­მი­წყო...

    იმის გან­სჯა, ეს რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის მო­მინ­დია. სა­სა­მარ­თლო დას­რულ­და, და­უმ­ტკიც­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა და ჯა­რი­მა. დი­ლით ცო­ტა­თი მე­ცო­დე­ბო­და, სა­ნამ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ვი­დო­დი, მაგ­რამ მას მერე რაც იკად­რა, მივ­ხვდი რომ ის ჯა­რი­მაც კი ცო­ტაა მის­თვის. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რია, ვინც ბევ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს სა­კუ­თარ თავს, სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ ეს ერთი შემ­დე­გის­თვის იმე­დია, და­ფიქ­რდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ რა­მეს იტყვის".

    "რამხელა ბაყვები გაქვს" - ტაქსის მძღოლი, რომელმაც გოგონას უტაქტოდ მიმართა, დაჯარიმდა - გოგონა თავის საქმეზე საუბრობს