სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პარლამენტთან აქტივისტები პრემიერის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას აპროტესტებენ - გაიგეთ რა ხდება ადგილზე

    პარლამენტთან აქტივისტები პრემიერის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას აპროტესტებენ - გაიგეთ რა ხდება ადგილზე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სავ­ლელ­თან სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა "ნა­ბი­ჯის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ პარ­ლა­მენ­ტში წლი­უ­რი ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნას.

    "მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ის, რომ კი­დევ ერთხელ ვუ­თხრათ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას”, რომ ისი­ნი არი­ან რუ­სე­ბი და ამ ქვე­ყა­ნა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, პუ­ტი­ნის მთავ­რო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, ასე­ვე ვუ­თხრათ, ის, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის შემ­დგომ მათ ნი­ღა­ბი ჩა­მო­ეხ­სნათ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ ისი­ნი დად­გნენ პუ­ტი­ნის და რუ­სე­თის მხა­რეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ისი­ნი სი­ტყვა "რუ­სის” გამო ბრა­ზო­ბენ არა იმი­ტომ, რომ რუ­სე­ბი არ არი­ან, არა­მედ იმი­ტომ, რომ კარ­გად იცი­ან, მათ და­კარ­გეს ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბი და დარ­ჩნენ რუ­სულ ხმებ­ზე. წე­ღან მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი მო­ვი­და და თა­ვის შვი­ლის ტოლ აქ­ტი­ვის­ტებს აგი­ნა და ასე­ვე აგი­ნა ჟურ­ნა­ლისტს. ასე­თი საქ­ცი­ე­ლის გამო ვე­უბ­ნე­ბით, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან რუ­სე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ.

    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.