სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ჩვენება მისცა სასწრაფოს ექიმმა, რომელმაც ნეკა დოროყაშვილი გასინჯა

    რა ჩვენება მისცა სასწრაფოს ექიმმა, რომელმაც ნეკა დოროყაშვილი გასინჯა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის საქმის განხილვა ისევ გრძელდება.

    ერთ-ერთ ბოლო პროცესზე  სასამართლოს ჩვენება მისცა სასწრაფოს ექიმმა, რომელიც 2020 წლის 21 მაისს, ავჭალაში ინციდენტის ადგილზე გამოიძახეს და ნეკა დოროყაშვილის მდგომარეობა შეისწავლა.

    ექიმის დაკითხვიდან გამომდინარე ვლინდება, რომ ინციდენტის დღეს ნეკა დოროყაშვილი რაიმე სახის ფიზიკურ ტკივილს არ განიცდიდა.

    შეგახსენებთ, ნიოლოზ ბასილაშვილი ეჭვმიტანილია 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობაში.