სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „რთული სათქმელია - ვწუხვარ... ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს“ - ხატია ბუნიათიშვილი

    „რთული სათქმელია - ვწუხვარ... ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს“ - ხატია ბუნიათიშვილი
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ კონცერტების გაუქმება მოუწია.

    „რთული სათქმელია - ვწუხვარ, რომ მიწევს გავაუქმო ჩემი კონცერტები, საფრანგეთში, დიუსელდორფსა და გერმანიაში.

    ყველა ქალაქი, ყოველ მეორე დღეს, მოგზაურობას და ორკესტრთან ერთად რეპეტიციას ითხოვს.

    ჩემს პატარა გოგოს რომ ჰკითხოთ, მეძუძური დედისთვის ცოტა ნამეტანია.

    ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს - კირილეს, ორკესტრ დე ლიონს, მოჰამედს, ირენს, ადრიენს, ედგარს... და დიდი მადლობა, მშვენიერ სოდი ბრეიდს, რომ გერმანიის ორ ქალაქში საფორტეპიანო ადგილი ასე შეუფერხებლად შეავსო.

    ჩვენ გიგზავნით პოზიტიურ და მშვიდ ენერგიას“, - წერს ხატია ბუნიათიშვილი.