სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მალე ელოდეთ ანონსს..კოლექტიურ აზროვნებაში მე თქვენ ვერ გამოგყვებით..“ - მეგი გოგიტიძეს საქართველოში ახალი გეგმები აქვს

    "მალე ელოდეთ ანონსს..კოლექტიურ აზროვნებაში მე თქვენ ვერ გამოგყვებით..“ - მეგი გოგიტიძეს საქართველოში ახალი გეგმები აქვს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მეგი გოგიტიძე მიმართვას ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა მომღერალს საქათველოში სხვადასხვა გეგმები აქვს.

    მეგი გოგიტიძე უახლოეს პერიოდში საქართველოში კონცერტის გამართვას გეგმავს.

    „მიყვარხართ... მაგრამ კოლექტიურ აზროვნებაში მე თქვენ ვერ გამოგყვებით. თქვენ სხვა შემთხვევასთან გაქვთ საქმე. დამიჯერეთ და აქ არ ჭრის დაკოპირებული კომენტარები... სადღაც პოსტებში ამოკითხული პროპაგანდისტული „მეგის გაშავება“ თემები... რაც უფრო გამაშავებთ, მე მეტად მადლიერი ვიქნები ღვთისა (ეს სიტყვები ეხება მათ, ვისაც ეხება) ამ მუსიკას, ამ სიტყვებს, ლექსებს და ხმას, ამ ენერგიას ისტორიაში დარჩენა უწერია. თქვენ საქმე გაქვთ საერთოდ ახალ და ძლიერ შემოქმედებასთან, რომელსაც სამყაროს ნებისმიერ წერტილში მიეცემა განვითარება, სადაც და როცა საჭიროდ ჩავთვლი... გიმეორებთ, მიყვარხართ, მაგრამ ფანატიზმში ვერ გამოგყვებით... ჩემი მსმენელისათვის კი კარგი ამბავი მაქვს, მალე ელოდეთ ანონსს საქართველოში კონცერტის შესახებ. ვისაც რაიმე კითხვები გექნებათ, კონცერტის დღეს პირადად შეგხვდებით და პირისპირ ვისაუბრებთ,“ - წერს მომღერალი.