სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „შეგვიძლია, დიდი ისტორია დავწეროთ“ - ზურიკო დავითაშვილის განცხადება

    „შეგვიძლია, დიდი ისტორია დავწეროთ“ - ზურიკო დავითაშვილის განცხადება
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ურიკო დავითაშვილმა ისრაელთან ევრო 2023-ის მოახლოებულ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

    მისი თქმით დიიდ იმედი აქვს, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ სიტყვას იტყვის.

    „ნიდერლანდებთან ძალიან ემოციური მატჩი იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია და უნდა ვკონცენტრირდეთ მეოთხედფინალზე. ისრაელი ძალიან კარგი ნაკრებია, ვნახეთ მათი თამაშები.

    ვიცით მათი სუსტი წერტილები, პლუსებიც აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, შეგვიძლია ეს ბარიერი დავძლიოთ და კიდევ უფრო დიდი ისტორია დავწეროთ – გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და მოვიპოვოთ ოლიმპიადის საგზური“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

    ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს, ისრაელს 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.