სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოვუწოდებ მშობლებს არ გაუშვან შვილები სახლებიდან - ემანუელ მაკრონი მიმართვა

    მოვუწოდებ მშობლებს არ გაუშვან შვილები სახლებიდან - ემანუელ მაკრონი მიმართვა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    არეულობა და შეტაკებები საფრანგეთში - პარიზის რამდენიმე უბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ღამის საათებში,იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა დავალება გასცა - სისტემატურად აიკრძალოს ფოიერვერკის, ბენზინის, აალებადი და ქიმიური პროდუქტის გაყიდვა.

    მეოთხე დღეა, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ძალადობრივი გამოსვლები არ წყდება. ეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა მოკლა. ამას კი ადგილობრივების მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

    მოქალაქეებს მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა და ძალადობრივი მოწოდებების დაგმობისკენ მოუწოდა.

    "მოვუწოდებ მშობლებს მოარიდონ შვილები არეულობებს და არ გაუშვან სახლებიდან. ძალადობის გაღვივებაში წვლილი მიუძღვის სოციალურ ქსელებს. ხელისუფლება მოითხოვს "ყველაზე სენსიტიური" კონტენტის წაშლას. მოზარდის სიკვდილი ინსტრუმენტალიზებულია. ვგმობ არასრულწლოვანის სიკვდილის გამოყენებას. ეს მიუღებელია,"- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

    საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინმა კი განაცხადა, რომ მათი პასუხი ძალიან მკაცრი იქნება:

    "ჩვენი პასუხი ძალიან მკაცრი იქნება. საზოგადოებრივი წესრიგი თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს. დღევანდელი ღამე გასულ ღამესთან შედარებით მშვიდი იყო, მიუხედავად იმისა რომ 471 ადამიანი დააკავეს," - აცხადებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.