სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

    საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრალეთან დამარცხდა.

    ჩვენი ნაკრები ევრო 2023-ის მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

    პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მაგრამ სამწუხაროდ, შესვენებამდე მეტოქესთან შეჯახებისას ივა გელაშვილი დაშავდა – ცხვირი გაუტყდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა – მოედანზე მის ნაცვლად საბა ხვადაგიანი შევიდა.

    საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარად გახდა. გუნდი სტადიონზე მოსული მაყურებლის (44, 338 – ახალი რეკორდი) უდიდეს მხარდაჭერას გრძნობდა. ბოლო წუთებზე ბურთის გატანას დავითაშილი და გაგუა ცდილობდნენ, მაგრამ ისრაელის დაცვა უნაკლოდ თამაშობდა და საქართველოს შეტევებს იგერიებდა.

    საბოლოოდ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაინიშნა დამატებითი დრო.

    დამატებით დროში რამაზ სვანაძემ შეტევის გასამწვავებლად ნახევარმცველი გაგნიძე თავდამსხმელით, გულიაშვილით ჩაანაცვლა.