სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საოცარი ისტორია - ბათუმელი მეზღვაური მიგრანტების გადარჩენის მომენტს იხსენებს

    საოცარი ისტორია - ბათუმელი მეზღვაური მიგრანტების გადარჩენის მომენტს იხსენებს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქული ტანკერი, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავდა, 18-კაციანი ეიპაჟი იმოყოფებოდა. აქედან 9 ქართველი გახლდათ. ეკიპაჟმა 5-ბალიანი შტორმის დროს, ურთულეს პირობებში, მიგრანტები გადაარჩინა.

    "როცა ტივი შევამჩნიეთ, უკვე ღამდებოდა, შტორმისა და ცუდი ხილვადობის გამო მათი კვალი დავკარგეთ. სამაშველო ტივზე არ ჰქონდათ შუქი, რის გამოც მათი პოვნა გართულდა."

    "მთელი გემის ეკიპაჟი 8 საათის განმავლობაში ვეძებდით მათ. ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა ტელეფონი და ტელეფონის შუქის მეშვეობით შევძელით მათი დანახვა. ხიდურიდან ერთი საათით გვიან რომ აგვეყვანა, უკვე ყველა მკვდარი იქნებოდა."

    "სასწაული რამ მოხდა, სიტყვებით ვერ აღვწერ რეალობას, რა მოხდა მთლიანად, რა რთული იყო მათი ამოყვანა ბორტზე. თან შტორმი და თან, არც ერთს არ შეეძლო ბორტზე ამოსვლა. ყველას ძალა ჰქონდა გამოცდილი, სიარულიც კი არ შეეძლოთ. მაგრამ ჩვენი ქართველი ბიჭების დახმარებით მაქსიმალურად ვცდილობდით მათ დახმარებას და გადარჩენას. 42 მამაკაცის, 7 ქალის, სამი ბავშვის და 1 ორსული ქალის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით," – აცხადებს ზაზა ჭაღალიძე "ტვ 25"-თან.