სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რჩევები, როგორ შევარჩიოთ კონდინციონერი სწორად

    რჩევები, როგორ შევარჩიოთ კონდინციონერი სწორად
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზაფხულის ცხელ დღეებში ის რაც ყველას გვჭირდება, ესაა კონდინიონერი. მნიშვნელოვანია მისი სწორად არჩევაც. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რათა გაითვალისწინოთ არჩევის დროს.

    წესი #1
    კონდიციონერის შერჩევა დაიწყეთ მაშინ, როცა გრილა. ასე ფასში ყოველთვის მოიგებთ — არა მხოლოდ ყიდვის, არამედ — მისი მონტაჟის დროსაც. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, კონდიციონერის დამონტაჟება დროში გაწელილი პროცესია: თუკი აგრეგატს ფასადზე ამაგრებთ, აუცილებლად უნდა წარადგინოთ შესაბამისი საბუთები ქალაქის მერიაში, რათა ნებართვა მიიღოთ.

    წესი #2
    ამის შემდეგ განსაზღვრეთ, რამდენად მძლავრი კონდიციონერი გჭირდებათ. ეს დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: ბინის ფართობზე, ფანჯრების რაოდენობაზე, ბინის მდებარეობაზე მზესთან მიმართებაში, თბოიზოლაციაზე, ბინაში არსებული სხვა ტექნიკის სიმძლავრეზე და ა.შ. — უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ბაზარზე, ძირითადად, გვხვდება 9000, 12 000, 18 000, 24 000 და 48 000 BTU (British Termal Unit) სიმძლავრის კონდიციონერები.

    დაიანგარიშეთ ფართობი, რომლის გაგრილებასაც აპირებთ. გაითვალისწინეთ, რომ 1 კილოვატი.

    შენობის 8-10კვ.მ.-ს ყოფნის, ხოლო 1კილოვატი =3.412 BTU.

    აქვე, გასათვალისწინებელია ოთახის ადგილმდებარეობა:

    თუ ოთახს მზე უდგება, გამოანგარიშებული BTU უნდა გაამრავლოთ 10%-ზე;
    თუ ოთახი ჩრდილშია, BTU 10%-ზე უნდა გაიყოს;
    თუ ოთახში ერთზე მეტი ადამიანი იქნება, მაშინ თითოეულ ადამიანზე დაამატეთ 600 BTU;
    თუ სამზარეულოში აპირებთ კონდიციონერის მონტაჟს, დაამატეთ 4 000 BTU;


    წესი #3
    ენერგოეფექტურობას დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნვის გამო, არამედ — მისი ეკონომიურობის გამოც. კონდიციონერებს ენერგოეფექტურობის ორი მაჩვენებელი აქვს: EER და COP. EER, ანუ ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი, ყინვისა და ელექტროენერგიის ხარჯის ურთიერთმიმართებას გამოხატავს. მისი მაჩვენებელი 8-დან 11.5-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს კონდიციონერი. რაც შეეხება COP-ს, ანუ სითბოს წარმოქმნისა და დახარჯული ელექტროენერგიის ურთიერთმიმართებას, რაც უფრო მაღალია COP კოეფიციენტი, მით უფრო მაღალია ენერგოეფექტურობა.

    წესი #4:
    მიაქციეთ ყურადღება კონდიციონერის დამატებით რეჟიმებს, რადგან, როგორც წესი, თანამედროვე კონდიციონერებს, გარდა გაგრილებისა, სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც გააჩნიათ. მათ შორისაა ჰაერის გაწმენდის, გათბობის, ტენის ამოშრობის ან პირიქით, დატენიანების რეჟიმები. აუცილებლად ჰკითხეთ კონსულტანტს ვენტილაციის, ღამის, ავტომატური ჩართვა/გამორთვის და ა.შ. რეჟიმების შესახებაც.

    აქვე დღესდღეობით ძალიან პოპულარულია იონიზაციის ფუნქცია. ზოგადად, იონიზაცია კარგია ძილის ხარისხის, შრომისუნარიანობის, იმუნიტეტის, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად.

    წყარო: on.ge