სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია - უახლესი ინფორმაცია სარკინიგზო გადაადგილებაზე

    ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია - უახლესი ინფორმაცია სარკინიგზო გადაადგილებაზე
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს რკინიგზამ სტიქიური მოვლენების გამო 2 ივლისის ყველა რეისი გააუქმა. რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების მოადგილე, პაატა მუჯირი განმარტავს, რომ გზებზე სამუშაოები დაწყებულია და რეისები მას შემდეგ განახლდება, რაც გადაადგილება უსაფრთხო იქნება.

    "პირველ ივლისს საღამოს სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო დაზიანდა საკონტაქტო ქსელი და საქართველოს რკინიგზის ლიანდაგები. აქედან გამომდინარე მოგვიწია მატარებლების გაჩერება უახლოეს სადგურებში და ამის შემდეგ მოვახდინეთ სექციების დაბრუნება საწყის ლოკაციებზე. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების დისკომფორტი გამოწვეულია საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და უხვი ნალექის გამო.

    რაც შეეხება ბილეთებს, ღირებულებების 100% უბრუნდებათ მგზავრებს. არსებულ სიტუაციაზე მინდა მოგახსენოთ გზაზე, ექსპერტები, გეოლოგები, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ. გზა ამ წუთისთვის გაწმენდილია. ველოდებით დასკვნას ექსპერტებისგან, როცა გვექნება ინფორმაცია, რომ გადაადგილება უსაფრთხო იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მატარებლების მოძრაობის განახლება. ამ მონაცემებით, ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია", - თქვა საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების მოადგილემ, პაატა მუჯირმა.