სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მეწყერმა, სავარაუდოდ, ადამიანი მოიყოლა-რა სიტუაციაა ადგილზე

    მეწყერმა, სავარაუდოდ, ადამიანი მოიყოლა-რა სიტუაციაა ადგილზე
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხარაგაულში, სოფელ მარელისში რკინიგზის სადგურზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

    „კურიერის" ინფორმაციით, ადგილზე ადამიანს ეძებენ, რომელიც მეწყერშია მოყოლილი, ის 72 წლის მამაკაცია, რომელიც დარაჯად მუშაობდა. ამ ეტაპზე, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

    ცნობისთვის, ხარაგაულში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ძლიერი წვიმის შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა და ლიანდაგები დააზიანა.