სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კახი კალაძე აბიტურიენტებს მიმართავს და ამხნევებს

    კახი კალაძე აბიტურიენტებს მიმართავს და ამხნევებს
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კახი კალაძე სოციალურ ქსელ”facebook”-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც აბიტურიენტებს ამხნევებს და წარმატებებს უსურვებს.

    “დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს და მინდა, თითოეულ აბიტურიენტს გისურვოთ წარმატება ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.

    თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ თანამედროვე სამყაროში გადამწყვეტია ხარისხიანი განათლება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი უნარების განვითარება. ამაზე დგას კაცობრიობის მომავალი, ამიტომ, გისურვებთ, არასდროს შეგეწყვიტოთ განვითარება და ცოდნაზე დაფუძნებული გარდამტეხი ცვლილებებით სასიკეთო გავლენა მოგეხდინოთ საქართველოს მომავალზე.

    კიდევ ერთხელ წარმატებას და ნათელ, განვითარებულ, ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ. ჩვენი მხრივ კი ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“- წერს კახი კალაძე