ბათუმის "დინამო" გუშინ "სლოვანთან" დამარცხდა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა. 115-ე წუთამდე იგებდა ბათუმური გუნდი და საბოლოო ჯამში მატჩი წააგო.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობას კონფერენს ლიგის შესარჩევში გააგრძელებს, სადაც პოზნანის "ლეხს" დაუპირისპირდება.
"ლეხმა" "ყარაბახთან" წააგო, ორი მატჩის ჯამში 6:1. პირველი შეხვედრა 21 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო - 28 ივლისს.