სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გავიდა 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა გადაწყვეტილებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს” - კობახიძე

    “გავიდა 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა გადაწყვეტილებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს” - კობახიძე
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, ეს 600 დღე გავიდა და აღარ კვდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    როგორც კობახიძე აცხადებს, საპროტესტო აქციებს, სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით, ფასი არ აქვს.

    „თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა. მადლობა ღმერთს, ეს 600 დღე გავიდა და აღარ კვდება. მას გადაწყვეტილების მიღებაში სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა, რომ აღარ უნდა მოკვდეს, რაც არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.