სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ერთადერთი წელი არ ბილწსიტყვაობდა, როცა ციხეში იყო -რას ამბობს ირაკლი კობახიძე გვარიამზე

    ერთადერთი წელი არ ბილწსიტყვაობდა, როცა ციხეში იყო -რას ამბობს ირაკლი კობახიძე გვარიამზე
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ,,მისი ერთადერთი იარაღია ბილწსიტყვაობა", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,მთავარი არხის" დამფუძნებელზე, ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.

    კობახიძის თქმით, გვარამია პოლარიზაციის გაღვივებაში საკუთარ წვლილს შეიტანს..

    ,,რა თქმა უნდა, ვინც დაავალა სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის [ნიკა გვარამიას შეწყალება] გადადგმა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება. ჩვენ უახლოეს თვეებში ვნახავთ, რომ რეალურად, გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში. მისი ერთადერთი იარაღია ბილწსიტყვაობა. მთელი ეს წლები [ბილწსიტყვაობდა], ერთადერთი წელი, როცა ის არ ბილწსიტყვაობდა, იყო, როცა იყო ციხეში. ბილწსიტყვაობა ეტყობა არ იცით რა არის, ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია, ბილწსიტყვაობა არის ის, რასაც ისმენდა ხალხი გვარამიასგან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.