სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გიორგი ზურაბიშვილი: "ამის გამო UEFA სამარცხვინო ორგანიზაციაა"

    გიორგი ზურაბიშვილი: "ამის გამო UEFA სამარცხვინო ორგანიზაციაა"
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ჩემპიონი "დინამო ბათუმი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ბათუმური კლუბი საკუთარ კედლებში "სლოვან ბრატისლავას" წინააღმდეგ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

    კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი ბათუმის “დინამოს” “სლოვანთან” 1-2 წაგებას გამოეხმაურა.

    "მსაჯზე არაფერს ვიტყვი, რადგან მაინც უნდა მოგვეგო ეს თამაში. უბრალოდ უეფა არის სამარცხვინო ორგანიზაცია. VAR რისთვის მოიგონეს? საკვალიკაციო ეტაპზე არ გვინდა და მერე გვინდა რა ლოგიკაა? ჩიმჩაირა გუნდები გუნდები არ არიან და არ ეკუთვნით თამაშის სამართლიანი განსჯა?! სამარცხვინო, დისკრიმინაციული მიდგომა!!!

    ზუსტად მაგ სიბრმავეს უნდა აზღვევდეს VAR, იგივე ვიდეო რეფერი, ძალიან კარგი გამოგონება. უბრალოდ, რატომღაც უეფამ გადაწყვიტა, რომ შედარებით სუსტ გუნდებს თამაშის სამართლიანად განსჯა არ ეკუთვნით. მერე გამოვლენ და არა დისკრიმინაციასო, თანასწორობაო, და ეგეთ კამპანიებს ააგორებენ… დისკრიმინაცია არის, აბა რა არის? იგივე სტადიონზე რაგბიზე თუ იყო ცოტა ხნის წინ ვიდეო რეფერი, ესე იგი ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს და ფეხბურთზე რატომ არ უნდა იყოს?! მითუმეტეს, უკვე წესიც ასეთია ოფიციალურად და ყველა შეთანხმდა რომ საჭიროა VAR. გაუგებარია… ორი აშკარა პენალტი არ დაგვიდეს, მშვიდად მოგებული თამაში იყო ძირითად დროში"
    – წერს ზურაბიშვილი.