სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოულოდნელი სიურპრიზი, ფინანსური წარმატება და უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლება-მიმდიმარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

    მოულოდნელი სიურპრიზი, ფინანსური წარმატება და უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლება-მიმდიმარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
    10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასტროლოგები ასახელებენ, რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

    3 ივლისი

    ეს დღე დაგეხმარებათ, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეთ ეჭვებისაგან და გადაწყვიტოთ, რეალურად რა გსურთ. შესაძლოა, ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგიგროვდათ, იმ ადამიანებთან, რომლებსაც ადრე ენდობოდით, ურთიერთობა შეგეცვალათ - ახლა დროა, ყველაფერს თავის სახელი დაარქვათ. გამოავლინოთ ორპირი, ყალბი ადამიანები, რომლებიც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლიან, სამუდამოდ დაემშვიდობოთ მათ, ვინც ტოქსიკურ გარემოს ქმნიან, ჩაუღრმავდეთ თქვენს შინაგან შიშებსა და სურვილებს - გახსოვდეთ, იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა გსურთ სამომავლოდ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

    4 ივლისი

    ასტროლოგები გირჩევენ, ამ დღეს განსაკუთრებით ყურადღებით იყოთ, რადგანაც დიდი რისკია, რომ ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლი გახდეთ. ყურადღებით დააკვირდით ახალ შეთავაზებებს, წინადადებებს, ონლაინ ლინკებსა და მაღაზიებს. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება და ყველა ადამიანის, თუნდაც ისინი თქვენთვის ძალიან ახლობლები იყვნენ, შეთავაზება ყურადღებით გააანალიზეთ და შედეგებზე დაფიქრდით.

    5 ივლისი

    ასტროლოგების თქმით, ამ დღეს სამყაროს სიკეთის ძალის განსაკუთრებით ესმის. გამოიჩინეთ ჰუმანურობა, გამოხატეთ თბილი, დადებითი ემოციები, აგრძნობინეთ სიყვარული თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს და სამყარო ამას ორმაგად დაგიბრუნებთ, მოგიტანთ იღბლიან და წარმატებულ დღეებს.

    6 ივლისი

    ამ დღეს სამყაროს თქვენთვის პატარა სიურპრიზი აქვს მომზადებული - ის ახალ შესაძლებლობას გაძლევთ, რომელიც სამომავლოდ წარმატებასა და ბედნიერებას მოგიტანთ. ეს შანსი შეიძლება უკავშირდებოდეს განათლებას, კარიერას, პირად ცხოვრებასა თუ საქმიან ურთიერთობებს. მთავარია, ახალი იდეები, მიზნები, გეგმები არ უგულებელყოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თუ დიდი ხანია, ახალი კურსების დაწყება, განსხვავებული საქმის შესწავლა, პროექტის წამოწყება გსურთ, ამ დღეს დაიწყეთ. ყველა წამოწყება წარმატებული იქნება.

    7 ივლისი

    ეს დღე მოულოდნელი თავგადასავლებით იქნება სავსე. შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ ბევრი დადებითი ემოციის დაგროვება შეძლოთ და სტრესისა თუ სხვა პრობლემის დავიწყება ცოტა ხნით მაინც შეძლოთ. ნუ იტყვით უარს ახალ შესაძლებლობებზე. იმისათვის, რომ წინ წახვიდეთ, დასვენება და საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია.

    8 ივლისი

    შესანიშნავი დღეა ნებისმიერი სახის შესყიდვებისთვის, ქონების გაფართოებისა და ფულის დაბანდებისთვის. ფინანსური ოპერაციები წარმატებული იქნება და მნიშვნელოვანი მოგების მიღებასაც შეძლებთ.

    9 ივლისი

    ეს დღე შეგახსენებთ, რომ აუცილებელია, ხანდახან ყოველდღიურ რუტინაზე უარი თქვათ და ის გააკეთოთ, რაც ბედნიერებას განიჭებთ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, საყვარელ ადამიანებს და მიღებული დადებითი ემოციები იმდენად შეგავსებთ, რომ შემდეგი კვირა განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყება.