"დინამო ბათუმი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას დრამატულად გამოეთიშა. ქართული კლუბი "სლოვანთან" ოვერტაიმის ბოლო წამებს 1:2 დამარცხდა.
მეორე ოვერტაიმის წინ კი ბათუმელები ზურიკო დავითაშვილის გოლით იგებდნენ და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. დავითაშვილმა თავის სოციალურ ქსელში ამ თამაშის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
"რთულია, ასეთი მატჩის შემდეგ სიტყვების პოვნა. ის მომენტი, როცა მიზნამდე ძალიან ცოტა გაკლდება, ორმაგად გულდასაწყვეტია.
მადლობა Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club, ის ატმოსფერო, რომელიც გუშინ სტადიონზე შეიქმნა, არასდროს დამავიწყდება. მადლობა სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს და მადლობა მათ, ვისაც მოსვლა სურდა, ვერ მოახერხა და გვაგრძნობინეს შორიდან მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას" - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.
ახლა ბათუმელები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვებიან, სადაც პოლონეთის ჩემპიონს "ლეხ პოზნანს" შეერკინებიან.