სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 600-ჯერ მოკვდა 600 დღეში და მერე დაბრუნდა პოლიტიკაში, ირონიის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

    600-ჯერ მოკვდა 600 დღეში და მერე დაბრუნდა პოლიტიკაში, ირონიის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე
    10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    600-ჯერ მოკვდა 600 დღეში და მერე დაბრუნდა პოლიტიკაში. ეს ირონიის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

    მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, არ შეიძლება ამდენი ხანი მანიპულირება იმ თემებით, რაზეც მანიპულირება არის არასწორი.

    „ერთადერთი რაც უნდა გაკეთდეს, ოჯახმა უნდა შეიტანოს სათანადო კალორაჟის საკვები. არ შეიძლება ხელოვნურად წონაში კლება იმისთვის, რომ გააგრძელო სპეკულირება. 600 დღე გვატყუებდნენ, რომ თურმე კვდებოდა ეს კაცი ყოველდღიურად. სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიდა და აღმოჩნდა, რომ აღარ კვდება, პირიქით, პოლიტიკაში ბრუნდება. ჩვენ მიჩვეული ვართ და არ გვაქვს ამაზე დიდი პრობლემა, თუმცა, ყველას პრობლემაა, მაგრამ საზოგადოება დაღალეს 600 დღე. ახლა უნდათ, თავიდან გააცოცხლონ ეს ყველაფერი. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილი ღირსეულად უნდა შეხვდეს პატიმრობას, ეს ერთი, და მეორე, არ შეიძლება ამდენი ხანი მანიპულირება იმ თემებით, რაზეც მანიპულირება არის უბრალოდ არასწორი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.