სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნახეთ სად იკრძალება მოძრაობა დროებით-გზების დეპარტამენტის განცხადება

    ნახეთ სად იკრძალება მოძრაობა დროებით-გზების დეპარტამენტის განცხადება
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

    „შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე 2023 წლის 3-7 ივლისს დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც 2023 წლის 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. ზესტაფონის გავლით. ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.