სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს" - რუსებმა ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს

    "განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს" - რუსებმა ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკების სახურავზე  განათავსეს
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბა მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ოკუ­პან­ტე­ბის ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ გლო­ბა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა­ზე.

    "სამ­წუ­ხა­როდ, კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­ზე მომ­ხდარ ტე­რაქტს დრო­უ­ლი და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია და ამან შე­საძ­ლოა, კრემლს ახა­ლი ბო­რო­ტე­ბის ჩა­დე­ნა შთა­ა­გო­ნოს. ამის შე­ჩე­რე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. გან­ზე ვე­რა­ვინ გად­გე­ბა, რად­გან რა­დი­ა­ცია გან­ზე არა­ვის ტო­ვებს“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

    ზე­ლენ­სკის თქმით, რუ­სეთ­მა ნათ­ლად უნდა იცო­დეს, რომ მსოფ­ლიო ხე­დავს, რა სცე­ნა­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან ტე­რო­რის­ტე­ბი და რომ მსოფ­ლიო მზა­დაა რე­ა­გი­რე­ბის­თვის. მან აღ­ნიშ­ნა, რომ რა­დი­ა­ცია საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლას­თვის, ამი­ტომ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი სრუ­ლი­ად და­ცუ­ლი უნდა იყოს რა­დი­ა­ცი­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტის­გან.

    უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­დაზ­ვერ­ვო მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის რამ­დე­ნი­მე ენერ­გობ­ლო­კის სა­ხუ­რავ­ზე ასა­ფეთ­ქებ­ლის მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბი გა­ნა­თავ­სეს.

    "შე­საძ­ლოა სად­გურ­ზე თავ­დას­ხმის სი­მუ­ლა­ცი­ის­თვის, შე­საძ­ლოა, მათ აქვთ სხვა სცე­ნა­რი. მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მსოფ­ლიო ხე­დავს - და შე­უძ­ლე­ბე­ლია არ და­ი­ნა­ხოს - რომ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის­თვის საფრ­თხის ერ­თა­დერ­თი წყა­რო სწო­რედ რუ­სე­თია“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.