სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ვითარებაა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე - რა განაცხადა რაფაელ გროსიმ ელექტროსადგურზე მყოფ ექსპერტებთან საუბრისას?

    რა ვითარებაა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე - რა განაცხადა რაფაელ გროსიმ ელექტროსადგურზე მყოფ ექსპერტებთან საუბრისას?
    9 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტომ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის და­ნაღმვის ნიშ­ნე­ბი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა რა­ფა­ელ გრო­სიმ ია­პო­ნი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

    მისი თქმით, სა­ა­გენ­ტო ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა.

    "დღეს კონ­ტაქ­ტი მქონ­და ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე მუდ­მი­ვი მი­სი­ის ექ­სპერ­ტებ­თან, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ. ვი­ცით ორი­ვე მხა­რის მტკი­ცე­ბე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი… ცოტა ცოტა ხნის წი­ნან­დე­ლი ინ­სპექ­ცი­ის დროს და­ნაღმვის არა­ნა­ი­რი ნიშ­ნე­ბი ვერ და­ვა­ფიქ­სი­რეთ, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით ვართ”, - გა­ნა­ცხა­და გრო­სიმ.

    მისი თქმით, ახლა “მო­დუ­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.”

    სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ასე­ვე, პი­რო­ბა დადო, რომ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ავ­რცე­ლებს.