სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამ ადგილებში მიწისძვრის საფრთხე ძალიან დიდია" - სეისმოლოგი თეა გოდოლაძის განცხადება

    "ამ ადგილებში მიწისძვრის საფრთხე ძალიან დიდია" - სეისმოლოგი თეა გოდოლაძის განცხადება
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, თეა გოდოლაძე, საქართველოში მოხშირებული მიწისძვრების შესახებ კომენტარს აკეთებს.

    "ეს არის საქართველოს სეისმური საფრთხის რუკა. თავისუფალი ვარდნის აჩქარებით გამოსახული. ბალს აღარავინ იყენებს. რაც უფრო წითელია, საფრთხე მით მეტია" - წერს თეა.

    "მეგობრებო, მეზობლებო, თანამემამულენო! მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. ამიტომ, მე არასდროს არ ვიტყვი და არავის არ ვეტყვი, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათსა და წუთზე და ამა და ამ ადგილზე (კოორდინატების მითითებით) მოხდება მიწისძვრა. მეტიც, ძალიან არასერიოზულია ეს და მსოფლიო სამეცნიერო სივრცე სკეპტიკურად უყურებს იმ მკვლევარებს, რომლებიც იჩემებენ, მიწისძვრის პროგნოზი შეგვიძლიაო.

    რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს. ეს არის სეისმური საფრთხის შეფასება. გრძელვადიანი პროგნოზი ნიშნავს, რომ სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, დანაკვირვებ მასალაზე დაყრდნობით, კონკრეტულ ტერიტორიაზე, გარკვეული ალბათობით, მომავალში შესაძლებელია მოხდეს ისეთი სიდიდის მიწისძვრა, რომელიც ამა და ამ გრუნტის მაქსიმალურ აჩქარებას გამოიწვევს.

    სხვა სიტყვებით: დიახ, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. აქ ხდებოდა, ხდება და მოხდება მიწისძვრები. გახსოვთ თბილისის 2002 წლის მიწისძვრა? (Mw=4.5) ეპიცენტრი იყო თბილისში. 1991 წლის რაჭის მიწისძვრა (Ms=7) და ა.შ. ამიტომ, დიახ, საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია. შეგვიძლია მხოლოდ სეისმური საფრთხის შეფასება",
    - წერს გოდოლაძე სოციალურ ქსელში და რუკის ფოტოს აქვეყნებს.