სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საფულე დავკარგე, რომელშიც დიდი თანხა მედო, ვიპოვე და ფულის ნაცლად ეს იყო შიგნით" - ანდრია გველესიანი

    "საფულე დავკარგე, რომელშიც დიდი თანხა მედო, ვიპოვე და ფულის ნაცლად ეს იყო შიგნით" - ანდრია გველესიანი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 დღის წინ საფულე დაკარგა და მალევე იპოვა, მაგრამ საფულეში ის თანხა აღარ დახვდა, რომელიც მანქანის შესაცვლელად ჰქონდა გადანახული. ანდრია მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ესგააკეთა, რადგან იპოვა ის ნივთები, რომელიც საფულეში ედო და დავიწყებული ჰქონდა.

    "ყველა მოვლენას აქვს დადებითი მხარე

    2 დღის წინ ქუჩაში საფულე ამომივარდა.. შემდეგ ბევრი ვეძებე და როცა ვიპოვე შიგნით ყველა ნივთი დამხვდა გარდა სოლიდური თანხისა რომელიც მანქანის გამოსაცვლელად მქონდა გადადებული..

    საგულდაგულოდ ქონდა ამ ადამიანს ყველა ნივთი გადახარისხებული და დაბინავებული საფულის სხვადასხვა ჯიბეში. ამ ნივთებში აღმოვაჩინე ის რასაც ფოტოზე ხედავთ. (საერთოდ არ მახსოვდა)

    დედაჩემის , მაიკოს და ჩემი პატარა დაიკოს ფოტოები. მაიკოს სასიყვარულო წერილი და ლექსი ძმობაზე რომელიც მაშინ დავწერე როცა საქართველოდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდი. მოკლედ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული, ოჯახი და ნამდვილი მეგობრობაა.

    დიდი მადლობა ადამიანო რომ ჩემი საფულის ყველაზე მიუდგომელ ჯიბეში ჩაძვერი და კიდევ ერთხელ შემახსენე ადამიანობის მთავარი ღირებულება!"
    - წერს ანდრია.