სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „რესტორანში მთვრალი მივედი, თუ მახსოვდეს, იქ ვინ იჯდა, მე მოვკვდე...“ - რას ამბობს ხვიჩა მაღლაკელიძე

    „რესტორანში მთვრალი მივედი, თუ მახსოვდეს, იქ ვინ იჯდა, მე მოვკვდე...“ - რას ამბობს ხვიჩა მაღლაკელიძე
    10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა მაღლაკელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ვრცლად პასუხობს ყველა შეკითხვას, რომელიც მოსკოვში ქართველი გოგონას დაბადების დღეზე მის გამოსვლას ეხება.

    „მე მაქვს მორალური ვალდებულება ბევრი ადამიანის მიმართ, ვინც მე ადამიანად მაქცია, მაქცია მუსიკოსად, მსახიობად, შოუმენად, თუ რაც გინდა, დამარქვით და ვარ დღეს ის, ვინც ვარ… და მათ შორის არის ის ადამიანი, ვისთანაც შვილის დაბადების დღეზე მოსკოვში ვიყავი ჩასული. დიახ, ვიყავი რუსეთში, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია და „პუტინ ხუილო“…

    ხმა გავრცელდა, თითქოს ფული გადაგიხადეს და ამიტომ ჩახვედით მოსკოვში. ეს სიმართლეა?

    მე იმ ადამიანმა თავის დროზე იმდენი გადამიხადა თავისი ადამიანობით და ჩემთვის ისეთი პატივი აქვს ნაცემი, მე თვითონ ავიღე ბილეთი, თავად დავჯავშნე სასტუმრო, ჩემი ხარჯით წავედი და წამოვედი. რომ ამბობენ, ხვიჩამ სუფრასთან დაუკრა და იმღერაო, ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ არ დავუკრა და არ ვიმღერო. ხვიჩა რომ სუფრასთან ზის და არ დაუკრავს, ე.ო. მკვდარია, გარდაიცვალა…

    ალბათ, ნახეთ კომენტარები და გამოხმაურება, რაც გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა. ყველაზე მეტად რამ გატკინათ გული?

    ყველაზე მეტად მატკინა გული ორი ახლობელი, მეგობარი ადამიანის მონაწერმა პირადში. ძალიან გაბრაზებულმა მომწერეს ცუდი რაღაცები და დამბლოკეს. იმდენად არის ხალხი პოლიტიზებული და ამ დროს გარტყმაში არ არიან, არც კი იციან, რას წერენ.

    დამიჯერეთ, აბსოლუტურად არ ველოდი ასეთ რეაქციებს. კიდევ ვამბობ, ხშირად მაქვს ასეთი ვიზიტები, არა რუსთან, არ პუტინთან, არამედ ჩემს ქართველებთან. სავარაუდოდ, სოსოს ფაქტორმა გამოიწვია ეს აგრესია, „სამშობლოს“, რომ მღეროდა. არადა, მე იმ დროს, გატიალებული მთვრალი, დინამიკთან ვიჯექი და ვქეიფეობდი. დილიდან დავიწყე სულ სხვა „სასტავში“ ქეიფი და რესტორანში მთვრალი მივედი, თუ მახსოვდეს, იქ ვინ იჯდა, მე მოვკვდე (იცინის).